Digest Logo

„ასე მგონია, ზეციურ საქართველოში კიდევ უფრო დიდი ზეიმია... ღაპაღუპით მომდის ცრემლები“ - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი

1719559801
ნიკოლოზ რაჭველი

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ზე მესამე მატჩი პორტუგალიასთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ჩვენს გუნდს საწყის ორ მატჩში ერთადერთი ქულა ჰქონდა მოპოვებული და, მერვედფინალში გასასვლელად, პორტუგალიასთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.

სასიხარულო ამბავს სოციალურ ქსელში კონცერტმაისტერი, დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი გამოეხმაურა:

„ასე მგონია, ზეციურ საქართველოში კიდევ უფრო დიდი ზეიმია… მამაჩემის და დედაჩემის სულები სიამაყით და სიხარულით რომ ფრინავენ, როგორ არ უნდა მჯეროდეს…

მე კი დღეს დილიდან ყველა სტატუსის წაკითხვისას, ვიდეოსა თუ ფოტოს დანახვისას ღაპაღუპით მომდის ცრემლები…

ჰო, ვილი სანიოლისადმი აქამდე არ გამომიხატავს მადლიერება და გაუმარჯოს ჩვენს მოამაგე მწვრთვნელს!“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ რა გვერდითი ეფექტები ახლავს ჯადოს და რატომ მიიჩნევა ის მთავარ ბოროტებად

⭕ „უნიჭიერესი და ულამაზესი ხარ“ - ხატია ბუნიათიშვილი წითელ კაბაში პოზირებს

⭕ „გთხოვთ, გაავრცელეთ“ - ოჯახი 20 წლის ნინიკო გიორგაძეს ეძებს