ტრენერი, პროგრამის „რეთრითი“ ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას სულიერ ტრანსფორმაციაში ეხმარება, ლევან მათითაშვილი სოციალურ ქსელში მენტალური ჯანმრთელობისთვის აუცილებელ მოქმედებას ასახელებს.
მისი თქმით, ჯანმრთელი ადამიანი არის ის, ვისაც ადვილად შეუძლია წყენა აპატიოს:
„მენტალურად ჯანმრთელი თუ გინდა იყო, აპატიე.
ასე ამოიცნობ ჯანმრთელ ადამიანს. ასეთი ადამიანი არის ის, ვისაც ადვილად შეუძლია აპატიოს წყენა და გაბრაზება სხვას.
სავარჯიშო:
1. აპატიე მშობლებს, ყველაფერი.
2. აპატიე სხვებს ყველაფერი.
3. აპატიე საკუთარ თავს ის, რომ ეგოისტურად ცდილობ გათავისუფლდე წყენებიდან და ბრაზებიდან, ანუ აპატიე საკუთარ თავს ეგოიზმი.
4. ვინმეს რამეს თუ ატკენ, აწყენინებ ან გააბრაზებ, ბოდიში მოუხადე.
ასე მოიპოვებ მენტალურ ჯანმრთელობას, ამოისუნთქავ და დაისვენებ.
შენს სხეულში წყენა და ბრაზი არის უცხო სხეული (ენერგია) და ორგანიზმს უცხო სხეულის არსებობა სტკივა.
აპატიე!
ისიც გაითვალისწინე, ვინმე თუ შენზე არის ნაწყენი და ვერ თავისუფლდება - სნეულს არ მოეთხოვება! “, - წერს ლევან მათითაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ანათებ, საოცარი ადამიანი ხარ“ - თიკა ფაცაცია წითელ კაბაში პოზირებს
🎥 „ბევრმა არ იცით, რომ 5 სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობ და მინდა...“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე