ქართველი ქალი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალ კადრებს უზიარებს, საიდანაც ირკვევა, რომ იგი იაპონიაში იმყოფება.
ლიპარტელიანი შესანიშნავ ფორმაშია და აღნიშნავს, რომ მისი დილა 7 საათზე ადრე იწყება:
„ერთი დღე იაპონიაში.
დილის 7 საათზე გავედი სასტუმროდან, საღამოს 8 საათზე კი დავბრუნდი.
პირველი ვარჯიში 09:30-ზე დაიწყო და 12:00-ზე დასრულდა. მეორე ვარჯიში 15:00 საათზე გვქონდა, ამიტომ სასტუმროში დაბრუნებას აზრი აღარ ჰქონდა, მთელი ეს დრო დარბაზში გავატარეთ.
ორი ინტენსიური ვარჯიში, საათობით ტატამზე, მცირე შესვენება… დღის ბოლოს კი ჩემოდნის ტარებაც კი გამიჭირდა. მწვრთნელი დამეხმარა.
ასეთი დღეები კიდევ ერთხელ მახსენებს, რომ ჩემპიონობა მხოლოდ ის რამდენიმე წუთი არ არის, რასაც შეჯიბრზე ხედავთ. მის უკან დგას ყოველდღიური შრომა, დისციპლინა და ბევრი ისეთი დღე, როგორიც ეს იყო.
ხვალ ისევ თავიდან“, - წერს ეთერ ლიპარტელიანი.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/reel/1682533226194924

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გაიცანით აბიტურიენტი, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
🎥 „როგორც იქნა, ყველაფერი დავასრულე და დავლაგდი“ - თამო ვაშალომიძე საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდა
⭕„მანქანიდან გადმოხტომის გარეშე უნდა ჩამევლო ასეთ ადგილას?“ - თათა გიორგობიანის ახალი ფოტოები