ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ზედიზედ მეორედ, ჩემპიონთა ლიგის ფინალშია - აღნიშნულს სოციალურ ქსელში ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე გამოეხმაურა.
როგორც გიორგი ლობჯანიძე აღნიშნავს, ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი თამაში ჰქონდა:
„ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარიზული გრანდი ლონდონის არსენალს დაუპირისპირდება!
მორიგი დრამატული და სანახაობრივი მატჩი ვიხილეთ პარიზული გრანდისა და ხვიჩას შესრულებით!
კვარას მართლაც საოცარი საღამო ჰქონდა! ასეთი ლაღი და ინდივიდუალური 7-იანი სურს მსოფლიოს და უპირველეს ყოვლისა - საქართველოს!
ორმხრივი ბრძოლის შედეგად, „პსჟ“ ორი მატჩის ჯამში უკეთესი აღმოჩნდა და დამსახურებულად გავიდა ფინალურ ეტაპზე!
რაც შეეხება საკამათო მომენტს:
როგორც Sky Sports-ის ჟურნალისტები გვამცნობენ, როცა მოთამაშეს ბურთი საკუთარი საჯარიმოდან ამოაქვს და მოკლე მანძილზე ხელში ხვდება მის თანაგუნდელს, აქ თერთმეტმეტრიანი არ ინიშნება, რადგან ფეხბურთელს დროც არ აქვს იმისთვის რომ ხელი ჩვეულ პოზაში ჰქონდეს.
გეტყვით კიდევ იმას, რომ მიკელ არტეტას არსენალს ჩემპიონთა ლიგის თასი ისტორიის მანძილზე არასდროს მოუგია.
ბოლოს „არსენალი“ ლიგაზე 20 წლის წინ, 2006 წელს გავიდა, მეტოქე კატალონიის ბარსელონა იყო და ანგარიშით 2:1 დამარცხდა.
ის მატჩი ახლანდელივით მახსოვს.
სამუელ ეტო’ოსა და ჟულიანო ბელეტის გოლებით არსენ ვენგერის გუნდს თასი ფრენკ რაიკაარდმა წაართვა.
პსჟ-ს კი ზედიზედ მეორედ შეეძლება ჩემპიონთა ლიგის მოგება და წარმატებები ვუსურვოთ მათ!
ამ სეზონში მიუნხენელთა მხრიდან მიკელ ოლისე იყო საუკეთესო და ვიმედოვნებ ნაყოფიერი პერიოდები მუნდიალზეც გაუგრძელდება.
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი კი ბუდაპეშტში „პუშკას არენაზე“ 30 მაისს აიღებს სტარტს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შენ ეძებ ფულს იქ, სადაც ის არ არის“ - რას წერს ეზოტერიკოსი