უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში საზღვარგარეთ წასული ადამიანების შესახებ საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალნენ.
იურისტი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ბანკში სახლები იმის გამო არ ჩადონ, რომ ნარკოტიკზე დამოკიდებული ოჯახის წევრები საზღვარგარეთ გაუშვან.
„მივმართავ საქართველოში მცხოვრებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ნარკოტიკებზე დამოკიდებული ოჯახის წევრი ჰყავს!
ნუ დებთ სახლებს ბანკში და ნუ აგზავნით საზღვარგარეთ სამუშაოდ, ასობით ბიჭია გადმოსასვენებელი ახლა საზღვარგარეთ ზედოზირებით გარდაცვლილი!
საზღვარგარეთ კი არა კლინიკაში დააწვინეთ შვილები! ამერიკაში რა უნდა ნარკომანს? გჯერათ, რომ ოჯახს ფეხზე დააყენებს? სიკვდილზე უშვებთ იცოდეთ ეს!
ვიზიარებ ყველა ოჯახის მწუხარებას. სტატისტიკა იმდენად შემზარავია, რომ გენოციდს უდრის!!
მე არ ვიცი როგორ უნდა ებრძოლო ამ სიკვდილის მანქანას, მწარმოებლები არასოდეს გაჩერდებიან და არც გამსაღებლები მაგრამ დეკრიმინალიზაცია დამღუპველი, რომაა ფაქტი სახეზეა!
კიდე რა ენაზე ვილაპარაკო არ ვიცი! არ შეიძლება ჩვენი ერისთვის ამ საკითხისადმი კანონის ჰუმანურობა, ჭაობში ვართ!
კორონაზე მეტ მოქალაქეს გვიკლავს ეს ნარკოტიკი, კლინიკებში ადგილი თუ არ არის გამოყავით დიდი სახელმწიფო კლინიკა ამოვწყდით...“, - წერს ინგა ბერიკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძალიან დიდი თავდასხმა იყო ჩემზე“ - რას ჰყვება ნინი ქარსელაძე და ვის მიმართავს მომღერალი