„ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ ზღაპრებში, სისულელეებში, ფანატიზმში, „არ შეიძლება წინააღმდეგობის გაწევაში”… ჩვენ შევეწირეთ, მაგრამ რაღაცის გამოსწორების შანსი მაინც გვაქვს“, - ამ სიტყვებით სვეტიცხოვლის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია(კოლხი) საზოგადოებას მიმართავს.
„არ დათმოთ თქვენი წილი სიმართლე, არ გაჩუმდეთ. როცა გატყუებენ არ შეეგუოთ სიყალბეს, ფარისევლობას, მლიქვნელობას.
არაფერს ნიშნავს წოდება, ჯილდო, თანამდებობა, უფროსობა, თუ ის უღირსი, გახრწნილი, ჯალათი, ყალბი და მოჩვენებითია…
ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ ზღაპრებში, სისულელეებში, ფანატიზმში, ,,არ შეიძლება წინააღმდეგობის გაწევაში”…
ჩვენ შევეწირეთ, მაგრამ რაღაცის გამოსწორების შანსი მაინც გვაქვს… ისევ ჩვენთვის სჯობს, რომ გამოვასწოროთ…
ჩვენი შვილები, ჩვენგან განსხვავებით არ იცხოვრებენ დამახინჯებულ რელიგიაში…
ახლა ყველაზე მეტად დგას ისტორიული მომენტი, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ნამდვილი და ცრუ, მართალი და მტყუანი…
ახლა ყველაზე მეტად უნდა ვთქვათ, რომ უმაღლეს სასწავლებელს არ უნდა მართავდეს ის, ვისაც ორი წიგნი არ აქვს წაკითხული, სულიერებას არ უნდა გვასწავლიდეს კრიმინალი, კაცთმოძულე, მოძალადე, ყაჩაღი…
დიახ, ახლა უნდა ითქვას ყველა გულისტკივილი…
ან მონური ტანჯვა უნდა ავირჩიოთ, ან ტანჯვისგან გათავისუფლება… ჩემი არჩევანი მეორეა!..“, - წერს პეტრე კოლხი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძალიან დიდი თავდასხმა იყო ჩემზე“ - რას ჰყვება ნინი ქარსელაძე და ვის მიმართავს მომღერალი
🎥 ქუთაისელი გოგოს ემოციები, როდესაც გაიგო, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა