პოეტი, ლიტერატორი ზაალ ჯალაღონია სოციალურ ქსელში ეხმაურება ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო აგორებულ ამბებს და მის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.
„თქვენ არ განაღვლებთ ხვიჩა და მისი ჯანმრთელობა. ვერ აცნობიერებთ ელემენტარულს, ,,ბათუმის დინამოდან" გადასულმა ბიჭმა, თუ რამდენს მიაღწია. არ გესმით ფეხბურთის ელემენტარული ნიუანსები და ,,ლობიოობა" გგონიათ ეს ყველაფერი. ევროპელი ფეხბურთელი სახლში რომ ბრუნდება საკუთარი მასაჟისტიც კი მოჰყვება მას. არცერთმა არ იცით, ხვიჩას ფეხისა და მყესების მდგომარეობა, ასეთ დროს რომ ,,გადაიწვას" ფეხბურთელი, მისი კარიერა სამუდამოდ დამთავრებულია. ფიზიკური და ემოციური გადაღლილობის გარდა, უამრავი ოჯახური ფაქტორიცაა და ამ ყველაფერს ფეხებზე იკიდებთ.
ასე ,,გადავწვით" ყენია და მოვუსპეთ კარიერა. ხვიჩას სულაც ახალგაზრდებისთვის რომ არ დაეთმო ნაკრებში ადგილი და მხოლოდ გადაღლილობის გამო დაესვენა, ამისი უფლება მას ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, რისკის წინაშე იდგა მისი საფეხბურთო კარიერა, ამიტომაც გადაწყვიტა ასე. თქვენ ვინც ხვიჩას ამუნათებთ, არ გესმით და არც განაღვლებთ მისი კარიერა, რაღაც უაზრო ურაპატრიოტიზმს აწვებით. ძალიან ბევრი ისეთიც ხართ, როდესაც ხვიჩამ თქვა ,,საქართველოს მომავალი ევროპაშიაო" წამში აიცრუეთ მასზე გული.
აცალეთ ამ ბიჭს ცხოვრება. თქვენ ასე ჰაიჰარად რომ უდგებით საკითხს ამიტომაცაა, რომ პროფესიონალური მიდგომები საქართველოში ვერ მკვიდრდება. ხვიჩა ბოლო თამაშებში რომ ფიზიკურად და ემოციურად ძალიან გადაღლილი იყო, ხომ ვნახეთ. ამის მერე კიდე რა პრეტენზიებს უყენებთ?! ცუდად რომ გამოვიდოდა, ისევ ხომ შეაგინებდით. არ არის ეს სიყვარული და ფეხბურთელის პატივისცემა. ხვიჩამ ამ სეზონში რაც გააკეთა, ეს ფანტასტიკის სფერო იყო, რამაც კომპენსირება მოითხოვა. ნუ უყურებთ ყველაფერს დილეტანტურად და ურაპატრიოტულად...“ - წერს ზაალ ჯალაღონია.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე საბერძნეთში მოგზაურობიდან მორიგ კადრებს გვიზიარებენ