
მსახიობ ზურა ყიფშიძის შვილიშვილი, გიორგი ყიფშიძის ქალიშვილი, ასევე მსახიობი ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ხშირად უზიარებს მოვლენებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
მას დაბადების დღე ჰქონდა. 24 წლის იუბილე მშობლებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა.
ახლახან კი სოციალურ ქსელში დაბადების დღის წვეულებიდან კადრები გაავრცელა:
„24 წლის გავხდი. ჩემი დაბადების დღე სულ 1 დღეში დაიგეგმა - „ლოკაციით“, ალკოჰოლით, კაბის შეკერვით, ტორტით და მეგობრების დაპატიჟებით..
ზუსტად ასეთ წელს ვუსურვებ ჩემს თავს: სამუშაოს „ოვერდოზში“, სპონტანტურად შექმნილ დიდ ბედნიერებას.
მიყვარს დღევანდელი გაუჩერებელი რიტმი. პატარა ნატალიასთვის ჩემი დღევანდელი ცხოვრება რომ აგეღწერათ გაკვირვებასთან ერთად თითქოს ესიამოვნებოდა. აწმყოთი ცხოვრება მახარებს და ამაში უდიდესი წვლილი მიგიძღვით ყველას - ვის გარშემოც მსურს ამ სპონტანურობით არსებობა“, - წერს ნატალია ყიფშიძე.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვიცოდი, ის დღე მე მეკუთვნოდა და ოქროს მედალს ვერავინ წამართმევდა...“ - რას ჰყვება ეთერ ლიპარტელიანი
⭕„როგორ მიყვარს ეს სათნო და ულამაზესი გოგო“ - თამო ვაშალომიძე ახალ ფოტოს გვიზიარებს