Digest Logo

ავტობუსში შვილების თვალწინ მოკლული ქალის ოჯახი 7 თვის შემდეგ დუმილს არღვევს - ოჯახის პირველი კომენტარი

1669578649
ავტობუსში ქმრის მიერ მოკლული ცოლი

„მაქვს ინფორმაცია, ცდილობენ შეურაცხადად გამოაცხადონ და გაათავისუფლონ" - ამის შესახებ ქმრის მიერ ავტობუსში მოკლული ქალის ოჯახი საუბრობს. ეს მათი პირველი საჯარო განცხადებაა 2022 წლის 21 მაისს მომხდარის შემდეგ.

საუბარია 7 თვის წინ, თბილისში მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც მამაკაცმა მეუღლეს ავტობუსში, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ 12 ჭრილობა მიაყენა.

,,მოვითხოვ იმას, რომ უმკაცრესად დაისაჯოს. ანუ, სამუდამო უნდა მისცენ იმ ადამიანს, რომელმაც პროვოცირება მოახდინა ძალიან ბევრ ადამიანზე. ჩემი შვილის შემდეგ, უკვე მე მგონი 9 თუ 10 მკვლელობა მოხდა, ისევ და ისევ ქმრებისგან მოკლულ ცოლებზე მაქვს აქცენტი.

მე ვიცი, რომ ჩემს შვილს, ამით, რომ მას მიუსაჯონ სამუდამო თუ 20 წელი, არაფერი ეშველება, მაგრამ მე მინდა გავუფრთხილდე სხვისი შვილების სიცოცხლეს. მე მაქვს ეს ინფორმაცია, რომ მისთვის ცდილობენ, რომ ისეთი საბუთი გაუკეთონ, რომ არის იგი შეურაცხადი, რის გამოც, ის შეიძლება ფსიქიატრიული საავადმყოფოდან მერე თავისუფლებაზე მოხვდეს“, - ამბობს მოკლული ქალის დედა ,,მთავარ არხთან“ საუბრისას.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„საშინელი ვირუსია, საშინელი, საათზე მეტია მაგდასთვის სიცხის დაგდებას ვცდილობ, 40-მდე აუვიდა, სასწრაფო ასეთ შემთხვევებზე არ მოდის“ - რას წერს ჟურნალისტი

🔵„მონასტერში იყო, ისე ეცვა, როგორც მონაზვნებს აცვიათ, ღამის კლუბში არ ყოფილა“ - ნათია ორველაშვილი ძალადობის მსხვერპლ დედაოზე

🔵თითქმის ყველას, ვინც მასთან დადიოდა სამკურნალოდ შვილი გაუჩნდა. მას უკვე 500-ზე მეტი დალოცვილი ბავშვი ჰყავს“ - რას წერენ ძალადობის მსხვერპლ დედაოზე