ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში უცნობი პირები შეიჭრნენ და დედა ანას სასტიკად გაუსწორდნენ.
მონაზონს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ის კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნათია ორველაშვილი გამოეხმაურა.
„ხაშურში მონასტერი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მონაზონს სცემეს და გააუპატიურეს.
ამ ორი მუხლით აღიძრა საქმე. მონასტერში იყო, ისე ეცვა, როგორც მონაზვნებს აცვიათ, ღამის კლუბში არ ყოფილა.
ხომ მოჰყავთ ხოლმე ეს არგუმენტები ქალების დასადანაშაულებლად - გამოიწვია ალბათ, აბა მანდ რა უნდოდა, აბა რას ელოდა?
ნეტავ ხსნა სად არის? P. S ორი არაადამიანი დაკავებულია“, - წერს ნათია ორველაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇