
ცნობილი ქართველი ტალანტი ბარბარე ჯანაშია დედასთან ერთად, ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. ამ ნაბიჯს ბარბარეს დედა სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით ეხმიანება და გულწრფელად მადლობას უხდის ყველას, ვინც მხარდაჭერა გამოუცხადა მათ:
„ჩემო საყვარლებო, მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ უთბილესი სიტყვებისთვის, დალოცვისთვის, კეთილი სურვილებისთვის, ძალიან გვიყვარხართ.
ძალიან ემოციურია ჩვენთვისაც ეს ყველაფერი, დატოვო შენი შვილები, ოჯახი და სამშობლო.
მივდივართ დიდი იმედებით, რომ ბარბარე ამერიკაშიც ასახელებს თავის ქვეყანას თავისი წარმატებებით.
მადლობა ყველას, ვინც გაგვაცილა, ვინც მოგვეფერა უცნობებს, რომელიც ზღვა ესემესები მომდის და ვერ ვპასუხობ გვიყვარხართ“,- წერს ბარბარე ჯანაშიას დედა.
ცნობილია, რომ ბარბარეს კიდევ ორი და ჰყავს, ისინი ამჟამად საქართველოში რჩებიან, ამერიკაში კი ბარბარეს თავისი საყვარელი ემიგრანტი მამიკო დახვდა, რომელსაც არაერთ ლექსს უძღვნიდა იგი.