რესტორანი „ქვევრი“ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, სადაც რესტორნის მფლობელის ლაშა ბასლანძის შესახებ წერს.
„ლაშა ბასლანძე ❤️
ადამიანი, რომელმაც „ქვევრი“ შექმნა და თავისი კვალი სამუდამოდ დატოვა ჩვენს ისტორიაში. ❤️
ბასლა, გვიყვარხარ, გვაკლიხარ და ყოველდღე გვახსენდები. შენი შექმნილი „ქვევრი“ დღესაც აგრძელებს ცხოვრებას და ზუსტად იქაა შენ რომ გაგიხარდებოდა! ❤️ სიყვარულით, სულითა და ღირებულებებით, რომლებიც შენ ჩადე მასში.. ❤️
❤️ ბასლა ჩვენს გულში ხარ უსაზღვრო სიყვარულითა და მონატრებით,
„ქვევრის“ გუნდი“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
შეგახსენებთ, ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე 2025 წლის 27 ოქტომბერს, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლაშა ბასლანძის მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილს ერთი შვილი სანი ჰყავთ, ხოლო ელენე მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: