რესტორან „ქვევრის“ ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და გარდაცვლილ მფლობელს ლაშა ბასლანძეს დაბადების დღეს ულოცავენ.
იგი 15 მაისს 41 წლის გახდებოდა.
„15 მაისს, რამდენიმე საათში ლაშა ბასლანძე 41 წლის გახდებოდა…
ადამიანი, რომელმაც ქვევრი მხოლოდ რესტორნად არა აქცია ოჯახად, ემოციად, ადგილად სადაც თითოეულ სტუმარს სიყვარული და სითბო ხვდება.
მისი შრომა, გული და სული დღემდე იგრძნობა ქვევრის თითოეულ კუთხეში.
ბასლა, შენ დატოვე სახელი, დიდი სიყვარული და ადამიანობა.
შენი შექმნილი გზა ისევ გრძელდება და გპირდებით მუდამ გავაგრძელებთ!
ქვევრი ყოველთვის იამაყებს შენით.
გილოცავთ ზეციურ დაბადების დღეს.
15 მაისი ყოველთვის შენი დღე იქნება…“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
შეგახსენებთ, რომ რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი 4 ნოემბერს დაკრძალეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ. ლაშა ბასლანძის მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილს ერთი შვილი სანი ჰყავთ, ხოლო უფროსი შვილი, ელენე მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ცხოვრება ცუდი არ ყოფილა“ - რა კადრებს გვიზიარებს საბა საპანაძე
⭕თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით — რატომ არ უნდა მოკლათ მრავალფეხა?