ცნობილი თურქი მსახიობი ჰანდე ერჩელი კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ვარსკვლავი კიდევ ერთხელ გახდა. ცნობილი თურქი მსახიობი, რომელიც ბოლო წლებში საერთაშორისო ღონისძიებებზე თავისი სტილით მუდმივად ყურადღების ცენტრშია, კანის წითელ ხალიჩაზე მესამედ გამოჩნდა და საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა.
მსახიობი ფესტივალს მსოფლიოში აღიარებული საიუველირო ბრენდის, Pomellato-ს ამბასადორის სტატუსით ეწვია.
ჰანდე ერჩელმა წითელ ხალიჩაზე Sophie Couture-ის მდიდრული ოქროსფერი კაბით გაიბრწყინა. კაბის დახვეწილმა დიზაინმა მსახიობის ფიგურას თანამედროვე და ელეგანტური ელფერი შესძინა. სტრაპლეს სტილის სამოსს ვერცხლისფერი დეტალი ამშვენებდა, რაც მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა, ხოლო გრძელმა, გამოყვანილმა სილუეტმა სრულყოფილი იმიჯი ჩამოაყალიბა.
მსახიობმა უპირატესობა სადა, გაშლილ თმასა და ბუნებრივ მაკიაჟს მიანიჭა, რამაც მის დრამატულ კაბას ქალური სინაზე შემატა.
მისი გამოჩენა 2026 წლის კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თემად იქცა. თურქული მედია და მოდის ექსპერტები ერთხმად აღნიშნავდნენ მის თავდაჯერებულობასა და დახვეწილ პოზირებას ფოტოგრაფების წინაშე.
ნახეთ ფოტოები 👇







⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ცხოვრება ცუდი არ ყოფილა“ - რა კადრებს გვიზიარებს საბა საპანაძე
⭕თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით — რატომ არ უნდა მოკლათ მრავალფეხა?
🎥 „რატიმ და მაკამ სიურპრიზი მომიწყვეს“ - კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი 78 წლის გახდა