ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ბათუმში არსებულ სიტუაციაზე წერს. მისი თქმით, იქ ისეთი სიტუაციაა ტირილი უნდება.
„აი, რა გითხრათ ბათუმზე და წლევანდელ სეზონზე?
ჯერ ვიტყვი ტურისტებზე. ძირითადად ისვენებენ რუსები, თან უფულო რუსები, რეგიონებიდან. ჰგონიათ, რომ აქ ყველაფერი იაფია და საშინლად ილანძღებიან, როცა "პარიზული" ფასები ხვდებათ.
და ეს მართლაც ასეა, "ჭ-კლასის" მომსახურება და ლუქს-კლასის ფასები. ქართული პარადოქსი!
ბალტიისპირეთელები და სხვა ევროპელები აღარ ჩამოდიან, თქვენთან ბევრი რუსია და თავი რიაზანში გვგონიაო. ამ დროს, ევროპა ჩუმ-ჩუმად რუსებს ვიზებს ურიგებს .
ზარმაც ქართველებს ეს მხოლოდ ახარებს, რადგან ევროპელებს ამჟამინდელ ხარისხს ვერ აკადრებენ, რუსებისთვის კი დიდად არ ირჯებიან. ამიტომ, თუ გვინდა მომსახურების დონე ავწიოთ, ისევ ევროპელი ტურისტი უნდა მოვიზიდოთ.
ბათუმი? ტირილი მინდება.
სამშენებლო მტვერში, ნაგავში და საავტომობილო ბუღში ჩაფლული, ქალაქი ნაცრისფერი გახდა.
გზები, მათ შორის ახალი ბულვარი, აყრილი. სულ უნდა უყურო, ორმოში არ ჩავარდე ან ლოდზე ფეხი არ წამოკრა.
ქუჩის გამყიდველები ტროტუარზე და ბულვარში სიარულის საშუალებას არ გაძლევენ, ნაგავი ყველგან, გადავსებული კონტეინერები და ძირს დაყრილი სურსათის ნარჩენები. ყველაფერი ეს ყარს!
მშენებლობა ყველგან! გეგონება კომპანიებს შეჯიბრება აქვთ, ვინ უფრო მეტ და მაღალ სახლს ჩადგამს ერთ კვადრატულ მეტრ მიწაზე.
ქალაქს იერსახე დაკარგული, ცათამბჯენები უკვე ცენტრშიც ჩადგეს. შერატონის გვერდით აყუდებული სიმახინჯე ნახეთ?
არადა როგორ მეამაყებოდა ბათუმი რამდენიმე წლის წინ, როგორ ლამაზდებოდა...
ახალი კორპუსების გარდა, არაფერი აშენებულა. იუსტიციის სახლთან ხეივანს რომ ანახლებდნენ? 2 წელი გავიდა და კვლავაც შემოღობილია, შევიხედე და ვერანაირი განსხვავება ვერ ვიპოვე წინა ვერსიისგან. ანუ ფული ჩაიდო, 2 წელი ვითომ რაღაცას აკეთებენ, მაგრამ არაფერი შეცვლილა!
ბოდიში სხვებთან, მაგრამ ბათუმი და თბილისი განსაკუთრებით მენანება.
გააშენეთ გარეუბნები, ისტორიულ ცენტრს თავი დაანებეთ, ამას მომავალი თაობა არ გაპატიებთ!“, - წერს ლიზა ვადაჭკორია.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵რატომ არ უნდა დატოვოთ კარში გასაღები?
🔵„არ ვიცი, რა დავწერო, ხელები მიკანკალებს“ - ანსამბლი „კავკასია“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს