საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული 228 ქულით საფრანგეთი გახდა.
მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველოს მე-14 ადგილზე გავიდა.
საქართველომ ქულები შემდეგი ქვეყნის ჟიურისგან მიიღო: ესპანეთისგან – 5 ქულა, ირლანდიისგან – 3 ქულა, სომხეთისგან – 4 ქულა, პორტუგალიისგან – 5 ქულა, იტალიისგან – 3 ქულა, ხოლო გერმანიიდან 1 ქულა. ონლაინ ხმებით კი, საქართველომ 53 ქულა მიიღო. საქართველო ჯამში 74 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა.
კონკურსანტების გამოსვლას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მონაწილის, ოთო ბაზერაშვილის დედა ანა დათულიშვილი გამოეხმაურა და საჯარო პოსტი გაავრცელა.
„მშვიდობა მსოფლიოს. ჩემო მეგობრებო, არ ვიცი როგორ მოგეფეროთ ამ ბავშვების სიყვარულისთვის
მარტო ევროვიზიაზე ამ ბავშვების მონაწილეობა იმად ღირდა, რომ მთელი საქართველო და ემიგრანტები გააერთიანა, მათ მიმართ სიყვარულმა.
ბავშვები ღირსეულად წარდგნენ და ქართული დროშა ღირსეულად ატარეს, ბავშვებს თქვენი სიყვარული აძლიერებთ“, - წერს ანა დათულიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ახლა თუ ცხვირს ჩამოუშვებთ მაშინ დამარცხდებით! სიამაყის ჟინი გაგვიღვიძეთ!“ - ვაჩე ღვინიაშვილი