Digest Logo

„ბავშვი სასწაულებრივად აგრძელებს სიცოცხლისთვის ბრძოლას, თუმცა გზა საკმაოდ ხანგრძლივი და რთულია“ - ახალი ინფორმაცია დათიზე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს

1651573081
დათა - შარტავას ავარიის დაშავებული ბავშვი

სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში, რომელიც დათას მხარდასაჭერად შეიქმნა, ახალი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ფეისბუკ სტატუსიდან ვიგებთ, ბოლო რამდენიმე დღეა, ისრაელის კლინიკის ექიმები ცდილობენ მოუხსნან მორფინი და შეაღვიძონ ბავშვი.

„დათის ავარიის შედეგად თავის ტრავმა არ მიუღია, თუმცა 1 თვის მანძილზე იგი ხელოვნურად ძილის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ბოლო რამდენიმე დღეა ექიმები ისრაელის კლინიკაში ცდილობენ მოუხსნან მორფინი და შეაღვიძონ ბავშვი.
წამალზე დამოკიდებულებასთან გამკლავება დათის ძალიან უძნელდება, ბავშვი სასწაულებრივად აგრძელებს სიცოცხლისთვის ბრძოლას, თუმცა გზა საკმაოდ ხანგრძლივი და რთულია.

ჩვენი სუპერგმირი ამასაც დაძლევს და განახლებული ძალებით განაგრძობს ბრძოლას სიცოცხლისათვის.
კლინიკაში მკურნალობის დანახარჯი ამ დრომდე 200000$ მეტია.

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483
#დათისთვის“, - ვკითხულობთ გავრცელებულ სტატუსში. 

შეგახსენებთ, 8 წლის დავით ქოქრაშვილს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის ისრაელში გადაიყვანეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა დავით ჯალაღონიას, რომელიც ბრალდებულია 31 მარტს, 8 წლის მოზარდზე ავტომანქანით დაჯახების საქმეში, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით.

მას თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით ემუქრებ

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ვახუშტი, ბიჭიკო, მხოლოდ რუს მედესანტეებთან გეხსნება „სიმამაცის კლაპანი“ თუ რას ბოდიალობ შეჩემისუშიშარო?” – ბაკურ სვანიძე

🔵დათის პირველი ფოტო ავარიის შემდეგ კლინიკიდან - ნახეთ, როგორ გამოიყურება მოზარდი

🔵VIDEO: როგორ იწყებს დილას 4 შვილის დედა თაკო ტაბატაძე

🔵 „შე­ხე­დე, მსოფ­ლიო!!!! ეს არის ვიდეო, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს... “ - რა კადრებს აქვეყნებს უკრაინის პირველი ლედი