ბლოგერი და რეალითი შოუ, „პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებული, გურამ შეროზია, ამჯერად ტაილანდში მოგზაურობს.
შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იქაური მოგზაურობის ამბავს გვიზიარებს.
„ჩამოვედი ტაილანდში, ვიზა საზღვარზე გაიცემა...
- ფოტო გააქვთ? მეკითხება ყურებამდე გაკრეჭილი ღიმილით მესაზღვრე.
- არა, არ გქონდათ მოთხოვნებში და რატომ უნდა მქონდეს? (ავიფოფრე, წარმოვიდგინე, რომ ფოტოს გამო მაბუნძულებენ).
- იიი ჰაჰა არაუშაავს, ჩვენ გადაგიღეეებთ.
ისე ისკვანჩება - ვხვდები რაღაცაშია საქმე.
მოკლედ, რაღაც ბებიაჩემის დროინდელი ტელეფონით სელფი გადამიღო, ესაა ვიზის ფოტოო და 15 დოლარი ამახია.
ვიზე ისევ ბეჭდით თხლიშა და ის ძვირად ღირებული ფოტო სად წაიღო - ჰუი ევო ზნაეტ. მოკლედ, ასე საყვარლად და ღიად კარგა ხანია არავის დავუ*ლევებივარ.
მერე ტაქსმა 80 დოლარიო და ბოლოს გამოძახებულით 10-ად წავედი...
მარტო ვარ, გეგმები არ მაქვს, მხოლოდ პლიაჟებზე და ქალაქებში ხეტიალი, ჭამა, მასაჟები, დასვენება, ღამის ცხოვრება, ახალი მეგობრები და კიდევ რაღაცები :))) უნდა დავისვენო ახლა უკვე მართლა და მართლაა... დღეს უცნობ მასპინძელთან ვრჩები ოჯახში, დედამისმა ისეთი ცხარე კერძები გაგვიმზადა - ცეცხლებს ვყრი პირიდან, არა და მეგრელი ვარ. აქა მშვიდობა მოკლედ.
ეს ფოტო ზანზიბარისაა, მაგრამ რაკი ჯერ სხვა არ მაქვს - ამას დავჯერდეეთ“, - წერს შეროზია.
🔵 ასევე დაგაინტერესებთ: