Digest Logo

საუკუნის თაღლითობა, გაძარცული პენსიონერები, ციხე, 3 შვილი და სკანდალებში გახვეული მეუღლე - როგორ გახდა დავით კეზერაშვილი მულტიმილიონერი

1674825348
დავით კეზერაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი ბოლო პერიოდში მედიის ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა. 

👉თამარ ჩერგოლეიშვილი - კეზერაშვილისთვის და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება ნიშნავს ყველაფრის კადრებას, პირადი ჩანაწერებით ბრძოლას, ადამიანებით ვაჭრობას, „პალაჟენიით“ მუქარას  

როგორ გახდა დავით კეზერაშვილი მულტიმილიონერი, რომელმაც არც თუ ისე სახარბიელო გზა გაიარა ქართულ პოლიტიკასა და ბიზნესმენობაში, ამის შესახებ დღეს „დაიჯესტი“ გიამბობთ.

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. 1992 წელს ბებიასთან ერთად ისრაელში, ხოლონში გადასახლდა. წლინახევრის შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდა. 1999 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ და ებრაულ ენებს.

იუსტიციის სამინისტროში მუშაობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე გახდა. შემდეგ ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა, სადაც ერთი პერიოდი ფინანსური პოლიციის განყოფილების უფროსი იყო. 2006 წლის 11 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე შეცვალა ირაკლი ოქრუაშვილი. ეს თანამდებობა დატოვა 2008 წლის 5 დეკემბერს.  2019 წლის 5 სექტემბრიდან ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი.

კეზერაშვილის გზა 

კეზერაშვილის გზა 90-იან წლებში თბილისიდან ისრაელში, ისრაელიდან იუსტიციის სამინისტროში, ხოლო შემდეგ 2002 წელს, საკრებულოში მიხეილ სააკაშვილის თანაშემწეობამდე მიდის. 2004 წელს მას ფინანსურ პოლიციას აბარებენ, სადაც ის შევარდნაძის დროინდელი ბიზნესწილების ახალ გადანაწილებას კურირებს.

ნავთობის ბიზნესში კეზერაშვილის სახელი კომპანია „გალფს“ უკავშირდება, რომლის გამოჩენის შემდეგაც უეცრად მის კუთვნილებაში გადადის „სენტას“ „მაგრატისა“ და ეკოს ავტო გასამართი სადგურები.

კეზერაშვილმა ზუსტად ანალოგიურად მუქარით ჩაიგდო ხელში მამა-შვილ თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეების კომპანია „BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“ კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურთან გაფორმებული“ ხელშეკრულების საფუძველზე ეწეოდა ნავთობპროდუქტების გემებიდან რკინიგზის ვაგონებში გადატვირთვას. კეზერაშვილის სახელს უკავშირდება ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია შპს უნიგრუპი, რომლის 50%-იან წილსაც ფლობდა. საჯარო წყაროებიდან ვიგებთ, რომ უნიგრუპს ნაცმოძრაობის მმართველობის დროს 2010-2011 წლებში გამოცხადებული 61 ტენდერიდან 82% მოგებული აქვს. საერთო სავარაუდო ღირებულება 8 341 145 ლარი. დავით კეზერაშვილის ცოლის სოფო ჩიქოვანის ძმის დიმიტრი ჩიქოვანის სახელს უკავშირდება კომპანია აუთდორ.ჯი გარე რეკლამების მონოპოლისტი კომპანია, სადაც 70-%-იანი წილის მფლობელი სწორედ ჩიქოვანის ოფშორში რეგისტრირებული კომპანია ბლეკსტაილია.

კეზერაშვილის პოლიტიკური ბიზნესმენობის ისტორია აქ არ სრულდება. ის სატელევიზიო კომპანიებსაც ფლობდა. რუსთავი 2-ში თავდაცვის ყოფილი მინისტრი კომპანია მედია ჯორჯიათი იყო წარმოდგენილი, სადაც ის 40%-იან წილს ფლობდა. მზე-ში კი ჯორჯიან მედია კომპანიით, რომლის 100%-საც კეზერაშვილი განაგებს. თავის მხრივ კი ეს კომპანია ტელეკომპანია „მზის“ 40%-იან წილს ფლობდა. შეუძლებელია არ გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტოს ომი, რომლის შემდეგაც გაირკვა, რომ იარაღი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ ომამდე შეიძინა, უხარისხო იყო. 

ოჯახი

და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ცოლს, სო­ფია ჩი­ქო­ვანს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ნაკ­ლე­ბად იც­ნობს. წყვი­ლი წლე­ბია დაქორწინებულია და სამ შვილს ზრდის.

სო­ფიო ჩი­ქო­ვა­ნი 2000-2003 წლებ­ში "AES თე­ლა­სის“ გამ­რი­ცხვე­ლი­ა­ნე­ბის პრო­ექ­ტის ოფის­მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და.

2003-2004 წლებ­ში კი შპს „კო­ნექ­ტე­კის“ ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის ასისტენტად.

2004 წლი­დან მუ­შა­ობ­და შპს „ინ­ტერმ­შენ კომ­პა­ნის“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რად, იმ­ჟა­მად მისი ხელ­ფა­სი 1000 ლარი იყო.

კეზერაშვილის ცოლის სახელი და გვარი 2009 წელს მედიაში სკანდალურად გახმაურდა. ალბათ, მკითხველს ახსოვს, რამდენიმე წლის წინ როგორ ჩამოინგრა შენობა, სადაც „რუსთავი 2“-ის პროექტ „ვარსკვლავების აკადემიის" მონაწილეები ცხოვრობდნენ. შედეგად დაშავდა პროექტის ერთ-ერთი თანამშრომელი, ორი მემონტაჟე, ნიკა გელაშვილი და გიორგი გაბუნია კი დაიღუპნენ. სამშენებლო სამუშაოებს ობიექტზე ერთ-ერთი კომპანია აწარმოებდა. მისი დამფუძნებლები კი სოფიო ჩიქოვანი და გიგა ბოკერიას ცოლისდა - რუსუდან ჩერგოლეიშვილი გახლდნენ. ნიკა გელაშვილის დედა და მეუღლე დღემდე უშედეგოდ ითხოვენ საქმის სათანადოდ გამოძიებას. ამაზე პრესაში არაერთი სტატია დაიბეჭდა, თუმცა „დამნაშავე“ მხოლოდ „პრარაბი“ აღმოჩნდა.

რას საქმიანობს ახლა კეზერაშვილის ცოლი?

ის კოსმეტიკური ბრენდის code8-ის დამფუძნებელია, სათავო ოფისი კი ლონ­დონ­შია. 

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, კომ­პა­ნი­ამ აშშ-ში წვე­უ­ლე­ბაც გა­მარ­თა. ლაქ­შე­რუ­ლი ბრენ­დის სა­ღა­მო სტუმ­რე­ბი­დან გამომდინარე dailymail-ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მოხ­ვდა.

სკანდალები და გამდიდრების სქემა

2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დავით კეზერაშვილს ბრალი რამდენიმე ეპიზოდზე წარედგინა, თუმცა ხშირ შემთხვევაში, კეზერაშვილი მართლდებოდა. 

ექსპერტები და ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ პროკურატურამ კარგად უნდა შეისწავლოს კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროინდელი ამბები. 

საქმე, რომელზედაც კეზერაშვილი გამტყუნდა, ქართულ ჯარს ეხება. კერძოდ, კონკრეტული ქვედანაყოფების გაწვრთნის მიზნით ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა და 5 მილიონ ევროზე მეტი გადაირიცხა. კომპანიას არაფერი გაუკეთებია, ფული კი გაუჩინარდა. ამ საქმეზე კეზერაშვილთან ერთად მისი ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ნინუაც გამტყუნდა.

2013 წელს დავით კეზერაშვილი საფრანგეთის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მას პროკურატურა 2 ეპიზოდში ედავებოდა ე.წ სპირტის კონტრაბანდის და ტელეკომპანია „იმედის“ გასხვისების საქმეზე, სადაც გიგი უგულავასთან ერთად იყო ბრალდებული. 

ამას­თან, „იმე­დის“ გას­ხვი­სე­ბის საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბა დაუსწრებლად შე­უ­ფარ­და.

2014 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მონაკოს ბანკში 7 600 000 დო­ლა­რს ინახავდა.

2022 წლის 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი. დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა.

აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სხდომა 16 თებერვალს ჩაინიშნა.

სტატია მომზადებულია POSTV-ის მასალის მიხედვით.

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„გული ბევრ რამეზე მწყდება“ - სანდრო შელიას პირველი კომენტარი თათია შარანგიასთან დაშორების შემდეგ

🔵მეუღლესა და ქალიშვილზე ძალადობა, სასტიკად ნაცემი ბიზნესმენი და 20 წლით პატარა რჩეული - სკანდალებში გახვეული დავით კოდუას პირადი ამბები

🔵გიორგი კალანდიას ზღაპრული სახლი - ღრმად ამოისუნთქეთ, ვიდრე ფოტოებს ნახავთ