Digest Logo

„ბედნიერება და სიხარული არ მოგკლებოდეთ“ - ლაშა გურგენიძის ახალი რჩეული ხელის თხოვნის კადრებს გვიზიარებს

1761911065
ანკა მშვილდაძე

მსახიობი ლაშა გურგენიძე მეორე მეუღლეს თაკუნა მჭედლიშვილს დაშორდა. ამის შესახებ ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც ლაშა გურგენიძემ ახალი რჩეული დანიშნა. სოციალურ ქსელში კი მათ ნიშნობიდან ფოტოები გაავრცელეს.

ცნობილია მსახიობის ახალი რჩეულის ვინაობაც, იგი ჟურნალისტი ანკა მშვილდაძეა.

ანკა მშვილდაძემ ნიშნობის კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც უამრავი მილოცვა მიიღო:

„გილოცავთ ან, ბედნიერება და სიხარულო არ მოგკლებოდეთ“,

„ბედნიერებას გისურვებ ანი“,

„უსაზღვროდ ბედნიერი უნდა იყოთ, ჩემო გადარეულო“, - წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, ლაშა გურგენიძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. თაკუნა მჭედლიშვილთან მას საერთო შვილი არ ჰყოლია. ლაშა გურგენიძე და თაკუნა მჭედლიშვილი წლების განმავლობაში იყვნენ შეყვარებულები. თუმცა პანდემიის გამო მათ რამდენიმე წლით ქორწილი გადასწიეს. წყვილმა 2022 წელს იქორწინა და გრანდიოზული წვეულება გადაიხადა.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ankamshvildadze (@ankamshvi)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თავი შეიკავეთ დიდი ფინანსური ინიციატივებისგან...“ - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნოემბერში უნდა იყვნენ ფრთხილად

⭕„ბედნიერები იყავით...“ - თაკო საზინას არაჩვეულებრივი ლუქი და ოჯახური კადრები

⭕ავჭალის 45-ე საჯარო სკოლაში მუნის 2 შემთხვევა გამოვლინდა - „ჩვენი მთავარი მიზანია - სრული უსაფრთხოება“