
ნანუკა გოგიჩაიშვილს საქართველოში ბევრი იცნობს. ის ყველასთვის, განსაკუთრებით, პატარებისთვის საყვარელი „გოგიჩასა“ და ჟურნალისტ ნათია ბანძელაძის შვილია.
ნანუკამ სამოდელო კარიერა აირჩია და ამ სფეროში თავადაც წარმატებულია. რამდენიმე წლის წინ კი მან ცხოვრება ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიას დაუკავშირა. წყვილი შვილებთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა სამშობლოსაც ხშირად სტუმრობს.
დღეს, 22 ივლისს, ნანუკას დაბადების დღეა. დედამ კი მას სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვები მიუძღვნა:
„ჩემი გოგიჩობაა!!! ჩემი ბედნიერება ასე გამოიყურება. მადლობა ყველა წამისთვის და წინ კიდევ ბევრი, სიყვარულით და სიკეთით სავსე თავგადასავალი გვაქვს...
გულში იმდენი ვიცი და იმდენი შემიძლია მოვყვე ამ უმაგრეს ადამიანზე, მაგრამ სჯობს იმან თქვას ვისაც ჩემნაირად გიყვართ.
დე, ბედნიერების ფრთებით იფრინე შენს უმაგრეს ოჯახთან ერთად ! მიყვარხარ ჩემი ზღაპრის გმირო“, - წერს ნათია ბანძელაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დედოფალო, იბრწყინე“ - როგორ აღნიშნა ბაბი კირკიტაძემ 30 წლის იუბილე