
მუსიკოსი გია ნიკოლაძე გადაცემის „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.
მას, რა თქმა უნდა, ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია მეუღლე, რომელზედაც თქვა, რომ მასთან განსაკუთრებული კავშირი აქვს:
„სიყვარული ღმერთია, მიწიდან ამოდის ეს ყველაფერი.
კაცი რაც უფრო ზევით მიიწევს და მზის ნათებას უახლოვდება, დათმობის ნაცვლად უფრო სცივა, რადგან ქალღმერთს შორდება.
ჩემთვის ფატუნაა ნამდვილი სიყვარული. ყველას დიდი მადლობა, ვისთანაც ამ თემით შეხება მქონია, მადლიერი ვარ, მაგრამ ფატუნასთან განსაკუთრებული რაღაც დამემართა. ერთმანეთი ვიცანით, ბავშვობიდან ერთნაირები ვართ, იგივე გზა გაიარა რაც მე, ნახევარი სიტყვით ერთმანეთის გვესმის.
3 შვილი მე და 3 ფატუნიკოს ჰყავს, დიდი ოჯახი გამოვედით. იმედია მოხდება, რომ ყველა ერთად დავსხდებით სუფრაზე“, - ამბობს გია ნიკოლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ულამაზესი წყვილი ხართ! ბედნიერები იყავით“ - გიორგი ძოწენიძე მეუღლესთან ერთად მოგზაურობს