მომღერალი სალომე ბაკურაძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ მეუღლე, პროდიუსერი, რესტორნის „ქვევრი“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ქმრის პირველ შვილს, ელენეს დაბადების დღეს ულოცავს და მას ბედნიერებას უსურვებს:
„ბედნიერი იყავი ჩემო ელ, ჩემო მაგარო, საოცარო, ყოჩაღო და ბრწყინვალე ელ...
სულ წინ და წინ, numero uno-ს შესაფერისად“, - წერს სალომე ბაკურაძე.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბასლანძე 2025 წლის 4 ნოემბერს დაკრძალეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.
ცნობისთვის, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი 40 წლის იყო.
ლაშა ბასლანძეს და სალომე ბაკურაძეს ერთი შვილი სანი ჰყავთ, ხოლო აწ გარდაცვლილი ლაშას ქალიშვილი ელენე პირველი ქორწინებიდან დარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ: