Digest Logo

„ბედნიერი ვარ იმ შედეგით, რაც საქართველომ დადო“ - ნუცა ბუზალაძის პირველი კომენტარი ევროვიზიის დასრულების შემდეგ

1715494640
ნუცა ბუზალაძე

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა, სიმღერით The Code. მან 591 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება.

ევროვიზია 2024-ის ფინალში 25 ქვეყანა წარდგა: საქართველო, შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი, ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია.

საქართველო 21-ე ადგილზე გავიდა. ევროვიზიის დასრულების შემდეგ მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ პირველი კომენტარი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გააკეთა:

„ძალიან ბედნიერი ვარ იმ შედეგით, რაც საქართველომ დადო. ამდენ წლიანი წარუმატებლობა ჰქონდა საქართველოს, ის ფაქტიც, რომ ჩვენ ფინალში მოვხვდით და ჩვენმა დროშამ ამაყად იფრიალა ფინალში, ეს არის ჩვენი ძალიან დიდი გამარჯვება“, - ამბობს ნუცა ბუზალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული შვეიცარია გახდა

⭕ ნუცა ბუზალაძე დღეს ევროვიზიის ფინალში წარდგება

⭕ 🎥 „ყველაზე დახვეწილი გოგოა“- როგორია ფეხმძიმე ჯანეტ ქერდიყოშვილის განსხვავებული სტილი