Digest Logo

„ბედნიერი ვარ, რომ უფლის წყალობით შემიძლია სრულიად საქართველოს, ჩემი შემოქმედებით მივულოცო დამდეგი 2025 წელი!“ - მანანა თოდაძე

1735289800
მანანა თოდაძე

მომღერალი მანანა თოდაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მოსახლეობას დამდეგ ახალ წელს ულოცავს. 

როგორც იგი წერს, ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებაა.

„ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენმა ოჯახებმა, ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა, ახლობლებმა, მეგობრებმა, ვიცხოვროთ უსაფრთხო, მშვიდობიან და სიყვარულით აღსავსე ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია!

საქართველოში, სადაც გავიზარდეთ არაჩვეულებრივ ტრადიციებზე! ურთიერთ პატივისცემა, სიყვარული, მეგობრობა, გვერდში დგომა, მიტევება და ერთმანეთის გატანა, ჩვენმა სარწმუნოებამ, ჩვენმა ოჯახებმა, წინაპრებმა და ჩვენმა სამშობლომ გვასწავლა!

ბედნიერი ვარ, რომ უფლის წყალობით შემიძლია ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს ბავშვებს, სრულიად საქართველოს, ჩემი შემოქმედებით მივულოცო დამდეგი 2025 წელი!

უფალი ფარავდეს მშვიდობიან, სრულიად საქართველოს! მიყვარხართ!“, - წერს მანანა თოდაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბევრი ბავშვები, რომ ყოფილიყოს...“ - ჰყავს თუ არა გიორგი მიქაუტაძეს რჩეული და რა არის ცხოვრების მთავარი მიზანი?

⭕🎥 „არ უნდა გააფუჭოს...“ - რომელ ფეხბურთელს ანდობდა მის სიცოცხლეს გიორგი მიქაუტაძე?

⭕„გილოცავ დაბადების დღეს ნინიტო...“ - ეკა კახიანი ქალიშვილს იუბილეს ულოცავს