Digest Logo

„ბერდება მხოლოდ ფორმა, რომელსაც მივეჯაჭვეთ“ - ქეთევან ჯანდიერის გზავნილი ასაკის მიღებაზე

1778831659
ქეთევან ჯანდიერი

რა იმალება დაბერების შიშის მიღმა და რატომ არის ნაოჭებთან ბრძოლა სინამდვილეში საკუთარი თავის ძველი ვერსიის შენარჩუნების მცდელობა? ეზოტერიკოსი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც დროის, გარეგნობისა და ადამიანის ნამდვილი ღირებულების შესახებ საუბრობს. ჯანდიერის თქმით, ადამიანებს სინამდვილეში ასაკი კი არ აშინებთ, არამედ იმის გაცნობიერება, რომ დროის შეჩერება შეუძლებელია. 

„ზოგ ადამიანს ასაკი კი არ აშინებს… ვფიქრობ, ქვეცნობიერად აშინებს ის, რომ დრო ვერ გააჩერა. დაბერებასთან ბრძოლა, ხშირად ნაოჭებთან პრიმიტიული ბრძოლა არ არის. ეს არის მცდელობა, შეინარჩუნო ის ვერსია საკუთარი თავის, რომელიც ოდესღაც სიყვარულს, ყურადღებას, აღფრთოვანებას იღებდა..

ჭირს გაცნობიერება რომ სული არ ბერდება.

ბერდება მხოლოდ ფორმა, რომელსაც ზედმეტად მივეჯაჭვეთ.. და ყველაზე რთული ასაკის მიღებაში ის კი არ არის,
რომ სარკე იცვლება… არამედ ის, რომ ადამიანი სწავლობს, მისი ღირებულება გარეგნობაზე დიდი უნდა იყოს.

დრო არაფერს გვართმევს. დრო გვაშორებს მხოლოდ იმას, რაც არასოდეს ყოფილა ნამდვილი.. ეს სამყარო ხომ ილუზიურია...“,- წერს ჯანდიერი.