ასტროლოგი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში ჰელოუინის დღესასწაულის მნიშვნელობაზე, ვრცელ პოსტს ავრცელებს.
როგორც ასტროლოგი აღნიშნავს, გაუგებარია ბერიკაობის სამშობლოს, რატომ უნდა უკვირდეს ჰელოუინი, როცა საქართველოში ბერიკაობის დროს, ყველაფერს თეატრალური მასკარადის ფორმა ჰქონდა.
„ეს იყო ჩვენი ხალხური თეატრი. ბერიკაობის 100-მდე სიუჟეტი არსებობს. ფაქტობრივად, ეს ჩვენი ცოცხლად შემორჩენილი, ქრისტიანობამდელი მისტერიის ფრაგმენტებია“ - აღნიშნავს ასტროლოგი.
რამაზ გიგაურის აზრით, ბერიკაობა და ჰელოუინი - ეს ძველი ხალხის მისტერიების პატარა ფრაგმენტებია, რომლებიც ძალიან საინტერესოა და არანაირად საშიში.
„ბერიკაობის სამშობლოს ჰელოუინი რატომ უნდა უკვირდეს.
ისე, ცნობისთვის, ეგ ერთი ხაზია - პროტოკელტურ-იბერიული ხაზი.
სწორედ ასე იმართებოდა ქრისტიანობამდელ საქართველოშიც პირველი ხნულის გავლებასთან, ხვნა-თესვის დაწყებასთან ან მოსავლის აღების დასრულებასთან დაკავშირებული ზეიმი. გაზაფხულზე ამას ჰქონდა სავედრებელი, ხოლო შემოდგომით - მადლიერების ფორმა.
მადლიერების გამოხატვა იგივე რთველის მშვიდობიანად დასრულებისთვის - ყურძნის კრეფა-დაწურვისთვის. ამ ყველაფერს კი თეატრალური მასკარადის ფორმა ჰქონდა.
აბა, რა ექნათ ძველ ხალხს, ფეისბუკი ესქროლათ თუ იუთუბზე ან სპოტიფაიზე მუსიკისთვის მოესმინათ.
ეს იყო მათი გართობა, ვედრება სამყაროსადმი, რომ კარგი მოსავალი მიეღოთ ან მადლიერების მიძღვნა სამყაროს კეთილი ძალებისადმი. ზოგჯერ ამას ჰქონდა კეთილი და ბოროტი ძალების ბრძოლის ფორმა, „დამპყრობელთან“ ბრძოლა ა. შ.
ეს იყო ჩვენი ხალხური თეატრი. ბერიკაობის 100-მდე სიუჟეტი არსებობს. ფაქტობრივად, ეს ჩვენი ცოცხლად შემორჩენილი, ქრისტიანობამდელი მისტერიის ფრაგმენტებია.
იგივეა ჰელოუინი, რომელიც ვიმეორებ, კელტური ხაზის არის და ამ საერთო ხაზს პროტოკელტურ-იბერიულ ხაზს 3500-6000 წლის ფესვები აქვს.
რუსი ოკუპანტი რომ საქართველოში გვივარდება, სალოცავში გვივარდება, ქვეყანას გვირევს, ტვინს გვირევს, სულიერებას გვირევს, წარსულს გვიშლის, აწმყოს გვიუფასურებს და მომავალს გვინადგურებს - ამას ვებრძოლოთ და ამას არ შევეგუოთ.
ასე რომ, ბერიკაობაც და ჰელოუინიც - ეს ძველი ხალხ(ებ)ის მისტერიების პატარა ფრაგმენტებია, რომლებიც ძალიან საინტერესოა და არანაირად საშიში. ❤
ფოტო: ბერიკაობა, გურამ დოლიძე, 1999“ - წერს ასტროლოგი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„სცენის დედოფალი“ - თიკა ფაცაციას ახალი ფოტოები ოქროსფერ კაბაში
🎥 გაიცანით პირველი წყვილი, რომელმაც ხელი ოფიციალური, საზეიმო ცერემონიით მოაწერა