Digest Logo

„ბევრი მადლიერი ადამიანი დაგვტოვა ვინც ვილოცებთ მისი სულის ცხონებისთვის, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ თქვე სულით მახინჯებო! “ - რას წერს ნინი შერმადინი

1761743673
ნინი შერმადინი

რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი შერმადინი გამოეხმაურა:

„სულ უცხო ადამიანებზე ვთხოვე დახმარება და ეგრევე მიხედა, რამდენი სქრინი შემიძლია დავდო, რამდენი დაასაქმა, რამდენს უპატრონა, სულ ხაზზე იყო, სულ მზადყოფნაში ადამიანების დასახმარებლად, სულ მზად იყო ჩაგხუტებოდა და გულში ჩაეძვრინე…

სალომეს მეგობრები საკუთარი დებივით ვყავდით… თუ რამე პრობლემა მქონდა და შევჩივლებდი პასუხი იყო, შენ არ ინერვიულო ჩემო გოგო, მე მივხედავ, მოვაგვარებ ყველაფერს, სულ შენს გვერდით მიგულე, ნინ. ორივე ცოლ-ქმარი სულ მზად ყოფნაში იყვნენ დასახმარებლად, უანგაროდ, უთხოვნელად.

სალომე, სიცოცხლეც არ მენანება შენთვის, ნეტა რამე შემეძლოს, მაპატიე რომ მე ვერ გეხმარები. 

ძალიან დაგვაკლდები, ყველამ ჩვენი წილი ლაშიკო დავკარგეთ, ფისო კი ჩაგეხუტება დედასავით ჩემო ბიჭო! ჯერ ძალიან ადრე იყო, ძალიან ადრე…

ლაშას უფალმა შეუნდოს ყველა ცოდვა და შეუნდობს აუცილებლად, ბევრი მადლიერი ადამიანი დაგვტოვა ვინც ვილოცებთ მისი სულის ცხონებისთვის, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ თქვე სულით მახინჯებო! თქვენთვის ვინ ილოცებს? ვის რაში აინტერესებს თქვენი დიპლომი და განათლება, ადამიანები არ ხართ! ვის უკითხავთ მორალს, პატარა ბავშვს მამა უკვდება და ამ ვიდეოს აჰაჰავებთ! გოგო ქვრივდება და პირადში წერთ აქ აღარ დავწერ რასაც! თქვე მართლა ღვთის პირიდან გადავარდნილებო! ვინ გაგზარდათ, საიდან მოხვედით? როდიდან გახდა სხვისი ტრაგედია საღლიცინო თქვე უბედურ დღეზე გავენილებო! დღეს ვართ-ხვალ აღარ ვიქნებით, რა მიგაქვთ ამ ქვეყნიდან კეთილი საქმეების მეტი? ვის რაში სჭირდება თქვენი ემპათია! ამაზე მეტი პათოლოგია აღარ არსებობს! იქნებ მოწყალე ღმერთმა თქვენც გიშველოთ…“, - წერს ნინი შერმადინი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩამოგლიჯა სისხლიანი სახიდან ნიღბები და წავიდა მარადისობაში, ვალმოხდილი...“ - ხათუნა ხოფერია ლაშა ბასლანძეზე

„გადადგით ნაბიჯები, იმოძრავეთ და გამოდით კომფორტის ზონიდან...“ - ტაროლოგი 28 ოქტომბრის სიმბოლოზე

დღის მეტაფიზიკური პროგნოზი - „იმოგზაურეთ! დაუთმეთ ეს დღე პოზიტივს“