Digest Logo

„ბიბლიური სცენარი მეორდება...უკონტროლო ხდება მდგომარეობა...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე პალესტინა-ისრაელის ომზე

1753942862
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი მორიგ პოსტს ავრცელებს, სადაც ღაზაში მიმდინარე პროცესებზე წერს და ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს იხსენებს:

„ყოველ დღე იდება ახალ-ახალი კადრები, რაც ხდება ღაზაში, ვუყურებ და ვამბობ, რომ ფარსია ყველანაირი სახის მშვიდობასა და დემოკრატიაზე ფიქრი!

60 ათასზე მეტი ადამიანია უკვე გარდაცვლილი, საიდანაც თითქმის 20 ათასი ბავშვია!

2023 წლის 7 ოქტომბერს, რაც მოხდა ნორმალურს არავის მოსწონებია, არც არავის სურს ტერორისტულ ორგანიზაციებთან რაიმე ფორმით თანამშრომლობა, თუმცა ახლა რაც ხდება, ესაა ჩვეულებრივი, ერის გენოციდი ყველანაირი გზით!

რა საქმესაც ჰიტლერი ეწეოდა ებრაელი ერის მიმართ გასული საუკუნის 30-იან და 40-იან წლებში, იმას აკეთებს ახლა ნეთანიაჰუ პალესტინელების მიმართ!

ზუსტად ბიბლიური სცენარი მეორდება: როდესაც ამქვეყნად მოვლენილი მესია, ქრისტე ღმერთის სახით შედის იერუსალიმში, იქ ებრაელი ერი „ოსანას“ ძახილით ხვდება მას, რადგან თავად არიან რომაელთა უღლის ქვეშ და ელიან გათავისუფლებას, ხოლო ქრისტე, როდესაც მათ ეუბნებათ, რომ გათავისუფლდებიან, ოღონდ მოსმენა და ყურადღებაა საჭირო, ამ დროს ებრაელი ხალხის პოზიციაა ასეთი, რომ თავისუფლება სურთ იქით ბატონობის ფასად, რითაც დასრულდა ეს ყველაფერი კი იცით შემდეგ. დღესაც ზუსტად ეს ხდება, არ შეცვლილან, სამწუხაროდ.

ღაზაში არ შედის არანაირი ჰუმანიტარული დახმარება, ქალაქი მიწასთანაა გასწორებული, არ მოიძებნება საყოფაცხოვრებო საშუალების საგნებიც კი. წინა დღეს, მიუხედავად ისრაელის გაფრთხილებისა ჩინეთმა თვითმფრინავიდან ჩამოყარა ქალაქ „ზავაიდაში“ სურსათ-სანოვაგე, ნაწილი კი წყალში ჩავარდა, გაფუჭდა, ნაწილი ხალხმა მიიღო.

ევროპის ბევრ ქვეყანაში, ყველაზე აქტიური ესპანეთია და მათი მთავრობა, მიდის წინააღმდეგობა ისრაელზე და მათ მოქალაქეებზე, აქტიურია შტატებიც და აზიის ბევრი სახელმწიფოც, თუმცა ჯამში მაინც არ იმჩნევენ იმას, რაც ხდება  ღაზაში, ამ წამს რა სიტუაციაცაა, ესაა 21-ე საუკუნის დანაშაული!

თითოეული ადამიანის დანაშაულია ეს, ვინც ხვდება, ვინც იცის რა ხდება და მაინც ამ ყველაფერს ამართლებს!

წინა დღეს, იერიშის შედეგად განადგურდა ქალწული მარიამის ხატი და მისი ქანდაკებაც, მოკლედ არ ინდობენ არაფერს! არც ადამიანს, არც სიწმინდეს, არც ღირსშესანიშნაობას, ინფრასტრუქტურას!

ისრაელის მიმდინარე სიონური მთავრობა, ხაზს ვუსვამ, რომ არის ძალიან ცუდი თამაშების შემომტანი მსოფლიოში და ამას მოჰყვება შემდგომი სხვა ნეგატიური ნაბიჯებიც! ხოლო, თუ ახლა არ ამოიღებს ამაზე მსოფლიო ხმას, მერე გვიანი იქნება!

ძალიან მეცოდება ყველა ბავშვი, ქალი, მოხუცი და ზოგადად - ადამიანი! ის ადამიანები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ და უმოწყალოდ იხოცებიან!

არიან ისრაელში კარგი ადამიანებიც, ბევრი იქით აპროტესტებს ამ ყველაფერს და მისასალმებელია, ბევრსაც უჩნდება კითხვები და უნდა დასვათ კიდეც! სხვანაირად არ გამოვა!

ჩემი მხარდაჭერა მსურს გამოვუცხადო თამამად და უშიშრად პალესტინელ ერს ამ მძიმე წუთებში! და ვიმედოვნებ, რომ როგორმე შეიცვლება ვითარება!

სხვა შემთხვევაში, უკონტროლო გახდება მდგომარეობა, ეს ხალხი ბოლომდე ლიკვიდირებული იქნება და კიდევ ერთი შავი ლაქის მომსწრე გახდება დედამიწა, როცა დუმილით გაიცა სიმართლე!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „საქართველოში ფიქსირდება ტროპიკული ღამეები“- კობა ფარტენაძის ამინდის პროგნოზი

„სავარაუდოა საინტერესო წინადადებების მიღება ან ძველი კავშირის აღდგენა“ - 31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 „ახალი ყველაზე მძიმე წინასწარმეტყველება! ვირუსი, ცუნამი, ცეცხლი პირველ საყვირზე!“ - გოგა მანია ვიდეომიმართვას ავრცელებს