Digest Logo

ბიჭი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ორსული მეუღლე დაეღუპა, გარდაიცვალა

1744269328
ანდრია ბაუჟაძე

ბიჭი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ორსული მეუღლე დაეღუპა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ანდრია ბაუჟაძის გარდაცვალების შესახებ ქვედა სამების საჯარო სკოლა ავრცელებს.

„ქვედა სამების საჯარო სკოლა ღრმა გულისტკივილით და მწუხარებით იუწყება ჩვენი საყვარელი მოსწავლის, ანდრიანოს (რომლის ორსული მეუღლე რამდენიმე თვის წინ ტრაგიკულად დაიღუპა) ნაადრევი გარდაცვალების შესახებ.

ანდრიანო იყო კეთილი, ნიჭიერი და სიცოცხლით სავსე ბიჭი. მისი დაკარგვა უდიდესი ტკივილია ჩვენი სკოლის საზოგადოებისათვის.

ვუსამძიმრებთ ანდრიანოს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და კლასელებს. ვიზიარებთ მათ ტკივილს და ვდგავართ მათ გვერდით ამ რთულ დროს.

მშვიდად განისვენე, ანდრიანო…“, - წერს ქვედა სამების საჯარო სკოლა.

ცნობისთვის, 20 წლის ანდრია ბაუჟაძე 6 თვის ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად ავარიაში 2024 წლის ოქტომბერში მოყვა. ქობულეთში, მანქანით ნაძვს შეეჯახნენ. სამწუხაროდ, ანანო ხურციძე ადგილზევე დაიღუპა.

როგორც მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, ბიჭი ბათუმში, „ბაუს“ კლინიკაში იყო მოთავსებული, სადაც ურთულესი ოპერაციები გაუკეთდა თავზე. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და აპარატზე ჰყავდათ შეერთებული.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ადამიანები პლანეტას ვკლავთ...“ - სიმართლე საკვები პროდუქტების შესახებ, ლაშა ჯაყელის განმარტება

🎥 ხახვი, ლიმონი, ნიორი,თაფლი, შაქარი, მწვანილი - როგორ განვიკურნოთ დაავადებებისგან ხალხური მეთოდით?! - სპეციალისტის რჩევები

⭕ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს „ასტონ ვილასთან“ მოაგებინა და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გოლი გაიტანა