Digest Logo

🎥 ემოციური რეგულაციის მნიშვნელობა განვითარებაში ჩვილობიდან-სიბერემდე - თამარ გაგოშიძის საინტერესო ლექცია

1744207808
 თამარ გაგოშიძ

უკეთეს, არაძალადობრივ საზოგადოებაში ცხოვრებას, ალბათ, ბევრი ჩვენგანი ნატრობს. არადა, ძალადობასა და მის გამაოგნებელ შედეგებს ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. ძალადობენ უგულებელყოფით, ირონიით, დაცინვით, ბრაზით, ყვირილით, გინებით, ხელის წამოკვრით, ცემით, ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღით – მოკლედ, ნებისმიერი ფორმით, შეუნიღბავად და შენიღბულად, დღისით და მზისით. რისკები, რომლებიც ამ საშინელ მოვლენას ახლავს თან, განუზომელია და ერისთვის დამღუპველი, რადგან სარკესავით აირეკლება მომავალი თაობების ცნობიერებაში.

ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების საფუძვლად ნეიროფსიქოლეგები ემოციური რეგულაციის არცოდნას მიიჩნევენ.

 ემოციურ რეგულაციად ისინი მოიაზრებენ:

* სხვისი ემოციის გაგებას;

* საკუთარი ემოციის გაგებას;

* ბრაზის მართვას.

რატომ არის მნიშვნელოვანი ემოციური უნარების სწავლება? როგორ ვიძენთ  ემოციური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო უნარებს? - აღნიშნულ თემებზე „აზროვნების აკადემიაში“ ნეიროფსიქოლოგმა თამარ გოგოშიძემ ისაუბრა:

„აღმოჩნდა, რომ ხშირად კოგნიტიურ და ინტელექტუალურ სტრუქტურებს ხელი შეუშალოს ემოციამ, რომელსაც ჩვენ ვერ ვარეგულირებთ. 

ახალდაბადებული ბავშვში პირველი ემოცია არის მიჯაჭვულობა დედასთან. ემოციურ რეგულაციაში რეპრესი არ იგულისხმება, არც მისი შეკავება, არც განდევნა, შეფარვა,შენიღბვა. ამაში ემოციის მისაღები გამოვლენა იგულისხმება, ადეკვატური შეფასება, სხვისი ემოციის გაგება და ამის საფუძველზე საკუთარი ქმედების წარმართვა“, - ამბობს თამარ გაგოშიძე.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დაუკარით“ - თამარ ალადაშვილის შესრულებამ სოცქსელი დაიპყრო

🎥 „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ - მაკა შალიკაშვილის წაკითხული ლექსი, რამაც დიდი გამოხმაურება დაიმსახურა

🎥 ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც მომდევნო 10 წლის განმავლობაში სერიოზული ცვლილება ელის