სოციალური ქსელის მომხმარებელმა თათია ჩაფიჩაძემ ფეისბუკ გვერდზე ვიდეო გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა ზედა სართულიდან გასროლილი ტყვიის ანასხლეტი მის შვილს მოხვდა. მისივე თქმით, ბავშვს ფეხზე მცირედი დაბეჟილობა აქვს.
აღნიშნულ ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„გლდანში, ერთ-ერთ კორპუსში, ბინის ვერანდაზე ტყვიის შევარდნის ფაქტი უთუოდ ძალიან ცუდი ფაქტია.
ზედა სართულზე არსებული ბინა ნამდვილად ეკუთვნის პოლიციის თანამშრომელს, თუმცა არც ის და არც მისი ოჯახის წევრები მომხდარის დროს ცალსახად არ ყოფილან აღნიშნულ მისამართზე.
ამასთან, პოლიციის თანამშრომელს არ აქვს გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი და სამსახურებრივი - საშტატო იარაღი არ ჰქონია თან, რადგან არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ექსპერტიზა მუშაობს ტყვიის სროლის ტრაექტორიის დადგენაზე და შედეგებს საზოგადოება აუცილებლად გაიგებს“,- წერს კოვზიაშვილი.
ამავე თემაზე: