სოციალური ქსელის მომხმარებელი თათია ჩაფიჩაძე ფეისბუკ გვერდზე ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ ძლისვ გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ ზედა სართულიდან გასროლილი ტყვიის ანასხლეტი მის შვილს მოხვდა.
მისივე თქმით, ბავშვს ფეხზე მცირედი დაბეჟილობა აქვს.
„შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს.
საკუთარ ვერანდაზე, ზემოთა სართულიდან ვიღაცამ იარაღი ისროლა. ზუსტად 1 წუთით ადრე ავდექი ტელეფონის გამოსატანად, სანამ მოვბრუნდი ხმა გავიგე და ასეთი ამბავი დამხვდა.
ტყვიის ანასხლეტი მოხვდა ბავშვს და საბედნიეროდ მხოლოდ მცირედი დაბეჟილობა აქვს ფეხზე!
ამ ქვეყანაში ცხოვრება საკუთარ სახლშიც კი საშიშია!“, - წერს ჩაფიჩაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რა სიცოცხლე ხარ და ნეტარება“ - პატარა ანნა სულაბერიძე ამღერდა