პროდიუსერი ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბუდუ ზივზივაძის შესახებ საზოგადოების ნაწილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
კერძოდ, სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ თითქოსდა ღონისძიების მიმდინარეობისას დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვა არ მისცა.
„გძულთ თქვენ ეს ბიჭი, თორემ ასეთ მდგომარეობაში არ ჩააგდებდით. წავა ნაკრებიდან ისეთებს უკეთებს ამ თქვენი დებილი აზროვნებით და მერე დაისვენებთ. ბუდუმ გაგცათ პასუხი ყველაფერზე და უქომაგეთ ისე, როგორც საჭიროა და არა პოლიტიკურად. შეეშვით ცოდოა ცოდო! ბიჭებთან უფუჭდება ურთიერთობა და ნუ ღუპავთ ბიჭს ნუ“,- წერს ლაშა ბასლანძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
⭕ „ვკითხე ბუდუს და მისთვის არ უთქვამს...სამართლიანები ვიყოთ“- კახა ზივზივაძე