Digest Logo

„ჩემ გამო, სანდროს ნუ „გააუბედურებთ“... „ბაბოს“ კვალობაზე, კარგად გამოვიყურები“ - რას წერს ნანიკო ხაზარაძე

1735300050
ნანიკო ხაზარაძე

ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთი წამყვანი ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში, ინტერნეტბულინგს ეხმაურება, რაც რეჟისორ სანდრო ელიშვილის მიერ მათ საერთო ფოტოს განთავსებას მოჰყვა:

„გუშინ სანდრო ელოშვილმა, მოდი მოდი ფოტო გადავიღოთ და დავდებო :))))))) (ბათუმში გადავიკვეთეთ). დღეს სანდროს follower-ები აკლდება და აკლდება. სანდროს ახალი გეგმა - ახლა წავშლი ფოტოს და ისევ მომემატება follower-ი. ჩემ გამო, სანდროს ნუ „გააუბედურებთ“, იცოდეთ სანდროსაც ვძულვარ - მე მიყვარხართ.
ფოტო მომწონს „ბაბოს“ კვალობაზე (გუშინ მიწოდეს ბაბო) კარგად გამოვიყურები“,- წერს ნანიკო ხაზარაძე.