Digest Logo

🎥 „ჩემი ახდენილი ოცნება...“ - ბარბარა სამხარაძე ვენეციაში მოგზაურობს

1771585009
ბარბარა სამხარაძე

25 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მას შემდეგ წლები გავიდა, ბარბარა გაიზარდა, დაიხვეწა, ბოლო დროს საკმაოდ გახდა და საკუთარი მუსიკალური სტუდიაც ჩამოაყალიბა.

იგი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, სადაც გამომწერებს მნიშვნელოვან ამბებს უზიარებს. 

მომღერალმა კიდევ ერთი ოცნება აისრულა და ვენეცია მოინახულა:

„ჩემი ახდენილი ოცნება - ვენეცია“, - წერს ბარბარა სამხარაძე.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მომღერალი შეყვარებულია. აი, რას ამბობდა იგი ერთ-ერთ ინტერვიუში:

„როცა უკვე მითხრა, რომ მიყვარხარო, მარტო ის ვუთხარი, რომ მე შენთან ძალიან მშვიდად  ვარ და ეს თუ სიყვარულია, მაშინ მეც მიყვარხარ.

მართალია, მეხმარება იმ ტრავმების დამუშავებაში, რაც ამ თემასთან დაკავშირებით მქონდა.

შეხვედრა მოხდა ოპერაში, მაგრამ გაცნობით სოციალური ქსელიდან გავიცანი.

ყველაზე საინტერესოა, ის არის რომ ჩემზე არ იცოდა ვინ ვიყავი“, – აცხადებს ბარბარა სამხარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

რჩევები ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობისთვის - „ხარისხიანი დრო აძლიერებს კავშირს უფრო მეტად, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური თანაარსებობა“

„გაუმარჯოს უმაგრეს კაცს და ადამიანს, რომლისგანაც ბევრი შეგიძლია ისწავლო“ - გიორგი ჭოხონელიძე იუბილარ ძმას ულოცავს

„პარასკევი ქალის დღეა: სილამაზე, კომპლიმენტები, რომანტიკული საღამო იდეალური“ - თაკო მელიქიშვილი 20 თებერვლის ენერგიებზე