
შეიძლება ისინი სასაცილოდ, ამაზრზენად ან უბრალოდ უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ, ასეა თუ ისე, პლუშის სათამაშო, სახელად „ლა-ბუბუ“ მსოფლიო სენსაციად იქცა.
ჩინური კომპანია Pop Mart-ის მიერ წარმოებული ფანტასტიკური არსება, რომელიც თავდაპირველად სასაცილო ურჩხულად იყო ჩაფიქრებული და გარეგნულად ოდნავ ელფს წააგავდა, დღეს, ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოს მოედო.
ქართველ „სელებრითებს“ შორის, რომლებიც „ლა-ბუბუს“ ატარებენ, ნუკი კოშკელიშვილიცაა, რომელსაც 25 ცალი სათამაშო აქვს:
„ბევრი ლაბუბუ მყავს, ოღონდ ჩემი ბრალი არ არის.
მომინდა, რომ ერთი ცალი მქონოდა, მაინტერესებდა უბრალოდ, არ ვიცოდი რა იყო. მერე შევყევი ყიდვის ამბავს. ოღონდ მე მაღაზიაში არ მივსულვარ, ონლაინ ვყიდულობ და ისეთი სათამაშო ამბავია, რომ უნდა მოუსწრო, შეგხვდეს, მთელი მოვლენაა.
მერე იმას შევყევი, რომ არ იცი რა შეგხვდება, მერე ჩემს ქმარს ვუთხარი და ის ძალიან ობსესიური აღმოჩნდა, რომელიც ყოველდღე უკვეთს. აღარ მინდა აღარც მე, არავის სანაცნობოში, მაგრამ ის მაინც უკვეთდა, სანამ 25-მდე არ ავედით“, - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფილტრის გარეშე, მხოლოდ ზაფხული და სული!“ - ნუცა შანშიაშვილი საბერძნეთში მოგზაურობს
🎥 „დაბადებული ინგლისის არისტოკრატიისთვის“ - ლელა მებურიშვილი ლონდონის ქუჩებში სეირნობს