მსახიობ ზურა ყიფშიძეს სულ მალე ვარსკვლავს გაუხსნიან.
ზურა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკის სტუმარი იყო და თეატრზე, კარიერაზე და დედასთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
„ბედის ამბავიც არის, თეთრმა ცხენმა ჩაგირბინაო რომ იტყვიან, ჰო უნდა შეხტე იმ თეთრ ცხენზე, მე რამდენჯერმე ჩამირბინა და თვალი გავაყოლე. თეატრში შემოსვლისას ყველაზე მეტად დედის და მამის დანაკლისს ვგრძნობ. ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო დედაჩემი და ეს ვარსკვლავიც მას ეძღვნება“ - ამბობს ზურა ყიფშიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵გაუქმდა საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი კომპონენტები და მოდელები - განათლების სამინისტრო
🔵🎥 „თუ ფეხმძიმობა განწირულია, აუცილებლად დასრულდება, ამჟამად ძალიან ცუდად ვარ“ - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი