Digest Logo

„ჩემი გარდასახვის გამო ერთი წუთით შუბლი არ შეგიკრია და ზურგი არ გიქცევია...“ - ლორენ მასხულია დედას დაბადების დღეს ულოცავს

1780499728
ლორენ მასხულია

ტრანსგენდერი ქალი ლორენ მასხულია, რომელიც საზოგადოებას გიორგი მასხულიას სახელით ახსოვს, სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს:

„HBD დე, ჩემო საუკეთესოვ, გილოცავ დაბადების დღეს 72 წლის იუბილეს.

მინდა იყო ჯანმრთელი, ბედნიერი, შენ ჩემი საუკეთესო ადამიანი ხარ, ჩემი და, ძმა, ბიძაშვილი, მეგობარი, ჩემი კედელი სტიმული, მიზანდასახულობა, ჩემი გარდასახვის გამო ერთი წუთით შუბლი არ შეგიკრია და ზურგი არ გიქცევია, პირიქით ყველა ოპერაციის თანხა შენი ჯიბიდან მომეცი და მითხარი, დედი იცხოვრე ისე როგორც გსურს და ბედნიერი ხარ, მთავარია იყო ჯანმრთელიო.

ამაზე მეტი ბედნიერება და სიმდიდრე არ მჭირდება. რაც შენ მომანიჭე და გამიკეთე, ეს ყველაფერი ერთმა ძლიერმა და გმირმა ქალმა, ლანდა მასხულიამ შეითავსა, ქედს ვიხრი შენს წინაშე და ძალიან მიყვარხარ გილოცავ უსასრულოდ“, - წერს ლორენ მასხულია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ნანი ბრეგვაძის რძალი იუბილარია - „ქალაქის ყველაზე დახვეწილი, გამორჩეული და ნამდვილი არისტოკრატის ფუფას დაბადების დღეა!“

გიორგი ჩაკვეტაძე „ბაჰრეინთან“ მატჩს გამოტოვებს - ცნობილია, მიზეზი

შარდსასქესო სისტემის პრობლემები: საკმარისია თუ არა მხოლოდ სიმპტომებთან ბრძოლა?