Digest Logo

„ჩემი ღრმა რწმენით, ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან წინააღმდეგია ამ ომში რამენაირად ჩართვის...“ - დავით გადელია

1670568021
დავით გადელია

ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია ფეისბუკის პირად გვერდზე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ ვითარებას ეხმიანება. გადელია კონკრეტულად განიხილავს „ომში ჩართვის“ საკითხს. ის მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას არ სურს ომში ჩართვა და მთავრობის პოზიცია, მოსახლეობის უმრავლესობის სურვილსაც ემთხვევა.

„დღეს ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანმა გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც პრინციპში უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ჩაებას ომში ისევე, როგორც ისტორიულად ებმეოდა ძველ დროში... რაც არ უნდა გავუბრაზდეთ ერთმანეთს, ვამასხროთ - „აბა ომი გინდა?!“-თი, რეალობა ასეთია: მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, მეორე მხარისგან განსხვავებით საშინელ, გამანადგურებელ უბედურებას ვერ ხედავს იმაში, რომ აშკარად, ღიად დავუპირისპირდეთ რუსეთს. ტყუილად ვუპირისპირდებით ერთმანეთს და ვლანძღავთ! მაინც ყველა თავის აზრზე დარჩება. არა აქვს მნიშვნელობა ვის რა მიზეზი და მოტივაცია აქვს, რომ ამ აზრზე იყოს. მთავარია ეს აზრი არსებობს. უფრო მნიშვნელოვანი მაინც ისაა, ქვეყნის უმრავლესობა რას ფიქრობს. ჩემი ღრმა რწმენით, ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან წინააღმდეგია ამ ომში რამენაირად ჩართვის. არანაირი გამოკითხვა არ ჩამიტარებია და ნუ გამომეკიდებით სიტყვაზე - ეს მხოლოდ ჩემი აზრია. ზოგი ისეთიც ამბობს ომში ჩართვის შესაძლებლობაზე, ვინც გულის სიღრმეში ასე არ ფიქრობს, მაგრამ რაღაც მიზეზით თვლის, რომ ხმამაღლა ამ აზრს დაუჭიროს მხარი. თანაც მთავრობის ეს პოზიცია, რაც მოსახლეობის უმრავლესობის სურვილსაც ემთხვევა, ადვილი სამიზნეა მისი რუსეთუმეობის მხილებისთვის. მოკლედ, ნუ ავუშლით ერთმანეთს ნერვებს, ვიმოქმედოთ ისე, როგორც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სურს. თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს:

1. არ დავიკავოთ ჩვენი ისტორიული მტრის საწინააღმდეგო მხარე, ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ჰუმანიტარულ საკითხებში მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას და

2. მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან კონფლიქტი, მაგრამ ყველანაირად ვემზადოთ თავდაცვისთვის! ჩუმად, საქმიანად...“, - წერ დავით გადელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„რაღაც ასე მგონია, რომ მიშას გააგორებენ...“ - რას წერს ნინო ლაბარტყავა

🔵„ცრუ მეცნიერება, ასტროლოგია, მიიჩნევა მეცნიერებად საქართველოს მოსახლეობის 90%-ში“ - გიორგი ფხაკაძე

🔵🎥 „დედობაზე ოცნებობდა, გაჟონვა დაემართა! ექიმი გვატყუებდა ძინავსო, არადა კომაში იყო!“ - გარდაცვლილი 33 წლის ქალის ოჯახის ახლობელი