Digest Logo

„ჩემი გულის წამალი, გაჭირვების ტალკვესი, „ნატოების” ისტორია დამთავრდა“ - ნატო გელაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

1780756107
ნატო გელაშვილი

ცნობილი ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი, ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

მას მეგობარი, შვილის ნათლია გარდაეცვალა, რომელსაც ემოციური სიტყვებით ემშვიდობება:

„არსებობს ცხოვრებაში ადამიანი, ვისაც ცხოვრება გჩუქნის და რომელიც ერთგულად მოგყვება ჭირსა თუ ლხინში… დარსა თუ ავდარში… მე ძალიან მაგარი მეგობარი მყავდა … ჩემი ნატო სახეჩიძე.

ჩემი გიორგის ნათლია, ჩემი გულის წამალი, ჩემი გაჭირვების ტალკვესი, ჩემი მუდამ ღიმილიანი და ლამაზი.

30 წელი არც ისე ცოტაა, რომ ხელჩაჭიდებულ მეგობარს ხელი გაუშვა…არც სიტყვა მოიძებნება, რომელსაც დღევანდელ მდგომარეობას მიუსადაგებ… ნათელი შენს ლამაზ სულს ჩემო ნატალია 

„ნატოების” ისტორია დამთავრდა, გავაგრძელებ ერთი ნატო ისე, როგორც შევძლებ… შეხვედრამდე …“, - წერს ნატო გელაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

კარგია თუ არა მტრედის ბუდე სახლის სახურავზე, აივანსა თუ რაფაზე - რა სულიერი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მას

„ყველაზე საოცარი ქალი...“ - თაკო ნაცვლიშვილის ახალი ფოტოები სოცქსელიდან

რა არის სასურველი და რას უნდა მოერიდოთ 6 ივნისს?