
ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.
სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 73 ქვეყანა 🌍
მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა, მოგზაურს Youtube-ზე 352 ათასი გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე.
სოსო ინსტაგრამზეც აქტიურია, გამომწერებს ხშირად უზიარებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
მოგზაურმა ახლახან სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ მისი „ინსტაგრამის“ გვერდი გაქრა:
„ჩემი ინსტაგრამი არსაიდან უეცრად გაქრა. დილიდან ვესაუბრები „საფორთს“ და იმედია, დავიბრუნებ“, - წერს სოსო ნებიერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის აგვისტოში განსაკუთრებული წარმატება ელოდება
⭕როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში? - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები
⭕„მალე გვბეზრდება ერთფეროვნება, გვიყვარს ფლირტი და ბედნიერება...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე