
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში რუსული ესტრადის პრიმადონას, ალა პუგაჩოვას დაბედების დღეს ულოცავს.
„ამ მაგარი ქალბატონის, ჩემი მეგობრის ალას დაბადების დღეა.
რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ და ვაკრიტიკოთ ალამ შექმნა ეპოქა.
ის უკვე ისტორიაა.
საბჭოთა მომღერალია, არაა საბჭოთა‼️
ისტორიას გაფრთხილება უნდა.
წერტილი“,- წერს დავით ოქიტაშვილი.
ცნობისთვის, ალა და მისი მეუღლე მაქიმ გალკინი რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას დაუპირისპირდნენ მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. კრემლმა გალკინი და მისი მეუღლე, უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადა.