ტრანსგენდერი ქალი ლორენ მასხულია, რომელიც საზოგადოებას გიორგი მასხულიას სახელით ახსოვს, საკუთარ გარდასახვის გზის სირთულეებზე პერიოდულად საჯაროდ და გულწრფელად საუბრობს „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ პოსტში. მან ცოტა ხნის წინ პლასტიკურ ქირურგიას მიმართა და საკუთარ გარეგნობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა - მკერდის იმპლანტები გაიკეთა. ამჯერად ლორენმა საჯდომის მოცულობის გაზრდის ოპერაციაც ჩაიტარა.
მისი თქმით, ცვლილებები მხოლოდ საკუთარი კომფორტისა და თვითშეგნების გაუმჯობესებას ემსახურება, და თვლის, რომ მისთვის ესთეტიკა და სილამაზე ცხოვრების მუდმივი ნაწილი იქნება ნებისმიერ ასაკში.
ამჯერად, იგი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მას აკრიტიკებს და ასევე როგორც წერს ამაყობს საკუთარი თავით, რადგან შეუძლია გასცეს უკიდეგანო სიკეთე.
„ჩემი სფერო სილამაზის კონკურსებია, რომელზეც ვარ უკიდეგანოდ შეყვარებული და ჩემი საქმიანობა სწორედ ეს არის.
არ შემიძლია ვიყო მიმტანი, მეეზოვე, მცხობელი, დამლაგებელი, უბრალოდ ვერ შევძლებ. ყველა სფეროს სჭირდება თავისი პროფესიონალიზმი. დიახ, ამ სფეროში ბევრს გავუკვალე გზა, ვასწავლე, თუ რას ნიშნავს იარო თავაწეული, მაგრამ ვერ დააფასეს, არ ვიცი, რატომ.
ბოლოს ყოველთვის ღალატით სრულდებოდა კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, ვისაც ვასწავლე ამ სფეროში, რას ნიშნავს იყო წარმატებული.
მახსოვს, ერთმა ადამიანმა მითხრა: „შენ ჩემი ოცნება ამიხდინეო. მე სოფელში ვცხოვრობდი და მხოლოდ საქონლებთან მქონდა ურთიერთობაო, შენ კი დამანახვე, როგორი უნდა იყოს წარმატებული ადამიანი და ქალიო!“
მე ვამაყობ ჩემი თავით. იცით რატომ? შემიძლია გავცე უკიდეგანო სიკეთე, სიყვარული და გავუკეთო ადამიანებს სიკეთე, დავანახვო თავიანთი თავები, რომ არიან ადამიანები და შეუძლიათ სხვა საქმეებიც გააკეთონ. აი, ეს შემიძლია მე.
არ ვითხოვ არავისგან ბრილიანტებს, ფულებს ან სახლების ყიდვას. უბრალოდ თქვით მადლობა და განაგრძეთ წარმატების საფეხურებზე ასვლა.
რატომ იჭრებით სულ, რატომ გეშლებათ?
იცით რა? ჩემს თავში ვფიქრობ: „რამე პრობლემა ხომ არ არის ჩემში?“
მხოლოდ ერთი პრობლემა დავინახე, მიმდობლობა და უბრალოდ ჯურღმულიდან იმ ადამიანების ამოყვანა, რომლებიც ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ჯურღმული თავიანთ ცხოვრებაში გადაიქცეოდა სამეფოდ!
ვითომ არ აინტერესებთ მასხულია, მაგრამ ჩემი ცხოვრებით ცხოვრობენ.
ხოდა იცხოვრეთ, თქვენი მხოლოდ პირადი ნომერი გაგაჩნიათ“,- წერს იგი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „არასდროს მიფიქრია ვყოფილიყავი ბედნიერი“ - რას ჰყვება მაია ჯაბუა