
76 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მუსიკოსი და რეჟისორი, მანანა მენაბდე გარდაიცვალა. ხელოვანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა.
მენაბდე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ქართულ კულტურაში, როგორც მუსიკის, ისე თეატრალური ხელოვნების მიმართულებით. მისი შემოქმედება არაერთ მნიშვნელოვან პროექტთან და კონცერტთან არის დაკავშირებული.
სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში „გორის კაპელას“ ხელმძღვანელი თეონა ცირამუა გამოეხმაურა და გარდაცვლილ მეგობართან ბოლო მიმოწერა გაასაჯაროვა:
„ჩემი სულის მეგობარი, ჩემი ადამიანი, ჩემი მანანა მენაბდე წავიდა...
ჯერ მეტს ვერაფერს ვამბობ..“, - წერს თეონა ცირამუა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როდის თარსავს ადამიანი გაუაზრებელი საქციელით ქვეცნობიერ დონეზე საკუთარ თავს
⭕ოჯახი, შემოქმედებითი გზა, პირადი ტრაგედიები და სიყვარული - მანანა მენაბდეს უცნობი ამბები