Digest Logo

„ჩემი თანამშრომელი დასისხლიანებული და ნაცემი მოვიდა ოფისში, სცემა ე.წ. შეყვარებულმა, რომელიც დახოცვით გვემუქრება, თუ ამ ამბავს გავახმაურებთ“ - მარიამ კუკუნაშვილი

1660813257
მარიამ კუკუნაშვილი

სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი თავის თანამშრომელზე კაცის მხრიდან ძალადობის ფაქტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და სამართალდამცველებს მოძალადის დაჭერას სთხოვს.

„ახალგაზრდა ქალი, ჩემი თანამშრომელი, საღამოს, სამუშაო საათების შემდეგ დასისხლიანებული და ნაცემი მოვიდა ოფისში და ეს ფაქტი ნახა კიდევ სამმა თანამშრომელმა. სცემა ე.წ. შეყვარებულმა, რომელიც გახლავთ 32 წლის გიორგი ახვლედიანი და რომელიც იმუქრება, რომ თუ ამ ფაქტს გავახმოვანებთ, დაგვხოცავს. გიორგი ახვლედიანი არის ძალადობაზე უკვე ნასამართლევი. იგი საჯარო რეესტრში გაჰყვა ჩვენს თანამშრომელს, მაშინ როცა ის სამუშაო მოვალეობას ასრულებდა, შემდეგ კი ტყეში სასეირნოდ დაპატიჟა, სცემა და დაასისხლიანა და შვილის მოკვლით დაემუქრა.

ამ ვიქენდზე ძალადობა გამოვლილი 7 ბავშვი მყავდა ახლობლების და მათზე ვზრუნავდი და ვართობდი. ვასწავლი მათ პერმანენტულ რეჟიმში თუ რა არის ბედნიერება და სიყვარული და რა არ არის. ასევე წინა კვირას, ძალადობას გადარჩენილი ის ქალი მყავდა სახლში, რომელსაც მე თავად მივწერე ქმარი უკვე ერთი წელია გღალატობს და გატყუებს მეთქი. განა არ იცოდა ისედაც? იჯდა და ჰყვებოდა გაოგნებული, საშინლად მექცეოდა და ნეტავ ამას რატომ ან რისთვის ვუძლებდიო. უკომპრომისო ომი მოძალადეებს. დაიჭირეთ გიორგი ახვლედიანი ! არა ძალადობას ! არა ტყუილს და მანიპულაციებს. არანაირი დანდობა! ამხილეთ მოძალადე და ამით გადაარჩენთ თაობებს ბავშვებისას!“, - მარიამ კუკუნაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵უცნობი ცუდად არის

🔵„სიბრძნის და სამართლიანობის, სიკეთის და სულიერების ზეიმის დღეა“ - მიხეილ ცაგარელი

🔵უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა