ტელეწამყვანი და მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი ცუდად არის. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკგვერდზე - New soho ვრცელდება. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 20 აგვისტოს დაგეგმილი მისი კონცერტი გადაიდო.
„უცნობის ავად გახდომის გამო, 20 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტი გადავადდა, ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის, უცნობს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
გაყიდული ბილეთების თანხა დაბრუნდება tkt.ge ზე“, - ნათქვამია New soho-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავად გია გაჩეჩილაძეს, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„მთავარი არხის“ წამყვანი დაზარალებულს შურისძიების ნიადაგზე დანით და ხმოვანი პისტოლეტით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე - პროკურატურა
🔵„გაბუმ რომ მითხრა ეს ამბავი, სამი საათი ვისხედით და ვერ ვინძრეოდით... ყველა ქალზე მოძალადე უნდა დაისაჯოს“ - ბექა ყორშია ლაშა ნაკაიძეზე