2019 წლის 21 იანვარს ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე სამსახურებრივი მივლინებით ბუდაპეშტში იმყოფებოდა, რა დროსაც ის სავარაუდოდ, თრომბით გარდაიცვალა.
დღეს, 10 ნოემბერს იგი 40 წლის გახდებოდა.
გარდაცვლილს მისი კოლეგები და მეგობრები სოციალურ ქსელში იხსენებენ:
„ჯაკო 40. მიყვარხარ და მენატრები“, - წერს მარი გრიგოლია.
„ჯაკო – 40 წლის. შენ გაგიმარჯოს, ჩემო მონატრებულო მეგობარო, სადაც ხარ და როგორც ხარ. მე მაინც მგონია, რომ სადღაც მოგზაურობიდან უნდა დაბრუნდე, მოქანდე და რაღაც უცნაური თავგადასავალი უნდა მომიყვე, რაც თავს გადაგხდა..
ამდენი წელია სულ ეგეთი განცდა მაქვს...
ძალიან სევდიანია ეს დღე. გილოცავ დაბადების დღეს მგონია, რომ გესმის ყველაფერი ..მგონია კი არა, დარწმუნებული ვარ“, – წერს ინგა გრიგოლია.
„დღეს ჯაკოს დაბადების დღეა“, - წერს ლევან კირვალიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ტრაგედია რამაზ ნოზაძის ოჯახში - ვეტერან სპორტსმენს მამა გარდაეცვალა
⭕„წელს მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს...“ - გიორგი სუხიტაშვილი 40 წლის გახდა