მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი იუბილარია. იგი 40 წლის გახდა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მომღერალმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა და საკუთარ სურვილზე დაწერა:
„10 ნოემბერი ჩემი დაბადების დღეა.
წელს მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, ვისურვებ ჩემი ქვეყნის ჯანმრთელობას, მეტს არაფერს!“, - წერს გიორგი სუხიტაშვილი.
ცნობისთვის, გიორგი სუხიტაშვილი 1985 წლის 10 ნოემბერს, ქალაქ გორში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერისტეტის – სამსახიობო ფაკულტეტი.
2 წლის ასაკიდან მღეროდა მამასთან ერთად. 2008 წელს ფართო საზოგადოებამ პროექტით „ჯეოსტარი“ გაიცნო, გაიმარჯვა და ერთ-ერთ აქტიურად პერსონად რჩება ქართულ შოუბიზნესში.
მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალში და საპრიზო ადგილი დაიკავა.
2009 წლიდან გახლავთ თბილისის ბიგბენდის სოლისტი. თანამშრომლობს სხვადასხვა მუსიკალურ კოლექტივებთან.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕10 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით