მსახიობი თაკო ტაბატაძისა და მუსიკოსი გია ბაღაშვილის საერთო შვილს ლიზას დაბადების დღე აქვს. ის 11 წლის გახდა. მშობლები ლიზას იუბილეს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ულოცავენ.
„ლიზა 11.
დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ვარსკვლავო, ჩემო მზის სხივო, ჩემო სიამაყევ! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, თავისუფლებას, წარმატებას და სიყვარულს!!! ყოველთვის იყავი ის, რაც ხარ! საოცრება ხარ!
მადლობა შენს საოცარ მეგობრებს! მიყვარხართ ყველა“, - წერს თაკო ტაბატაძე.
„ჩემი მეორე გოგონა, მამიკოს სიხარული, ლიზა დღეს 11 წლის გახდა
ბედნიერი და ჯანმრთელი მყავდე, შენ გენაცვალოს შენი მამა!“, - წერს გია ბაღაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 „თქვე ქათმებო, უღირსებო“ - რა ხდებოდა ეზოში, როდესაც მონაზონზე ძალადობაში ბრალდებულები გაჰყავდათ